ფაშინიანი ზურაბიშვილს – “თქვენი არჩევა საქართველოს პირველ ქალ პრეზიდენტად ჭეშმარიტად ისტორიული მოვლენაა”

ფაშინიანი ზურაბიშვილს - "თქვენი არჩევა საქართველოს პირველ ქალ პრეზიდენტად ჭეშმარიტად ისტორიული მოვლენაა"„მიიღეთ ჩემი გულწრფელი მილოცვა მოძმე საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩევასთან დაკავშირებით. თქვენი არჩევა საქართველოს პირველ ქალ პრეზიდენტად ჭეშმარიტად ისტორიული მოვლენაა და გულით გისურვებთ, რომ თქვენი მმართველობა საქართველოს ისტორიაში ხანგრძლივი აღმასვლითა და კეთილდღეობით აღინიშნოს“, – სომხეთის პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლ ფაშინიანმა სალომე ზურაბიშვილს მისალოცი ტელეგრამა გაუგზავნა.

„ჩვენ გავაფართოვებთ ორმხრივ დღის წესრიგს ახალი შინაარსიანი პროგრამებით და სომხეთისა და საქართველოს პროგრესისთვის ერების მეგობრობის მთელ პოტენციალს გამოვიყენებთ”, – წერს ფაშინიანი.

იმედიუსი