ინგა გრიგოლია: ”ნუ გიხარიათ რუსთავი 2-ის ამბავი”

რამდენიმე წუთის წინ ჟურნალისტი ინგა გრიგოლია ფეისბუქზე რუსთავი 2-ის ამბებს გამოეხმაურა:

_ ადრეც დავწერე და ეხლაც გავიმეორებ _ ვისაც გიხარიათ, ნუ გიხარიათ რუსთავი 2-ის ამბავი, რადგან არავინ იცით, როდის დაგჭირდებათ თავისუფალი სივრცე თქვენი პრობლემების გასაშუქებლად, არავინ იცის, როდის დაგჭირდებათ ბევრი თავისუფალი მიკროფონი თქვენი უფლებების გასაშუქებლად..

რაც უფრო მეტი თავისუფალი სიტყვა ისმის სხვადასხვა ეთერში, მით მეტად ძლიერია ხალხი, ხელისუფლების მომხრეც და მოწინააღმდეგეც, მით მეტად ძლიერია ხალხის ხმაც და ერთი ადამიანისაც..

თავისუფალი მედია თქვენი გარანტირებული თავისუფლებაა, მეგობრებო!!!

გაზიარება:

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018