ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელი, ჟიზელ ბუნდჰენი, 37 წლის გახდა

ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელი, ჟიზელ ბუნდჰენი, 37 წლის გახდა20 ივლისს, მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელის ჟიზელ ბუნდჰენის დაბადების დღეა. ყველა დროის ყველაზე წარმატებული სუპერმოდელი 37 წლის გახდა.

გერმანული წარმომავლობის ბრაზილიელი მოდელი 1980 წლის 20 ივლისს ბრაზილიაში დაიბადა.

მოდელობაზე არასოდეს უოცნებია, იტაცებდა ფრენბურთი. თუმცა, ერთელაც დედასთან ერთად საყიდლებზე მყოფი ერთ-ერთმა აგენტმა შეამჩნია და ქასტინგზე დაიბარა. ჟიზელის თავბრუდამხვევი კარიერა სწორედ მაში, 14 წლის ასაკში დაიწყო.

ჟიზელის წარმატების საიდუმლო დღემდე ამოუხსნელია – 300-ზე მეტი საერთაშორისო ბრენდი, 140 ვოგის ყდა, ჯამში 7 000-ზე მეტი საერთაშორისო ჟურნალი, 1200-ზე მეტი ჩვენება, მილიარდზე მეტი შემოსავალი.

ჟიზელმა 1999 წელს ამერიკული ვოგი ერთ წელში სამჯერ დაამშვენა. მსგვასი არავის გაუმეორებია. ამავდროულად, მიმდინარე წლის პარიზის ვოგის ზაფხულის სამივე თვის ყდაზე ჟიზელია, 13 წელია, ფრანგულ ვოგში მსგავსი რამ არ მომხდარა.

ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელი, ჟიზელ ბუნდჰენი, 37 წლის გახდაჟიზელი, როგორც ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელი გინესის რეკორდების წიგნშია შესული.

2016 წელს Forbs-მა მეთოთხმეტედ დაასახელა ყველაზე მაღალანაზღაურებად მოდელად. გასულ წელს ჟიზელმა 30. 5 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

ნიუპოსტი