ჩინეთის ბირჟებზე ბიტკოინით ვაჭრობა სრულად აიკრძალა

ჩინეთის ბირჟებზე ბიტკოინით ვაჭრობა სრულად აიკრძალაჩინეთში კრიპტოსავალუტო ბირჟებს ვაჭრობის შეწყვეტა და დახურვის შესახებ მომხმარებელთა ინფორმირება მოსთხოვეს. შესაბამისი გადაწყვეტილება ქვეყნის ხელისუფლებამ მიიღო. ბირჟებისთვის მიცემული ვადა 15 სექტემბერს ამოიწურა. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

“ყველა ბირჟამ 15 სექტემბრის ღამის 12 საათამდე უნდა გამოაქვეყნოს ცნობა კრიპტოვალუტით ვაჭრობის შეჩერების და ახალი მომხმარებლების რეგისტრაციის შეწყვეტის შესახებ“, – ნათქვამია ხელისუფლების განცხადებაში.

ბირჟებს 20 სექტემბრამდე მომხმარებლებისთვის თანხების განაღდებას და ინვესტორთა ინტერესების დაცვის უზრუნველყოფას თხოვენ.