დეკანოზ მამალაძის ოჯახს ფულს სძალავდნენ

დეკანოზ მამალაძის ოჯახს ფულს სძალავდნენბათუმში, დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმის, მალხაზ მამალაძის საცხოვრებელ სახლში, უცნობი მამაკაცი დილის 5 საათზე 30 წუთზე მივიდა და ფული მოსთხოვა, – ინფორმაციას ამის შესახებ “აჭარის ტელევიზია” ავრცელებს.
მალხაზ მამალაძე ყვება, რომ ის სახლში მარტო იმყოფებოდა, გამთენიისას კი კარზე უცნობმა მამაკაცმა დაუკაკუნა. მისი თქმით, ის შავებში იყო, ეკეთა ხელთათმანები და ეცვა კაპიშონიანი მაისური.

მამალაძის თქმით, კარის გაღების შემდეგ, მამაკაცმა დააზუსტა იყო თუ არა დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა და შემდეგ ფული მოსთხოვა.
მალხაზ მამალაძემ მოახერხა უცნობისთვის ხელი ეკრა და გაქცეულიყო, შემდეგ გამოიძახა პოლიცია.
მამალაძე ბათუმის მე-5 განყოფილებაში დაკითხვაზე იმყოფება. ოჯახში ამბობენ, რომ ეს იყო მუქარა, რომელიც დეკანოზის სასამართლო პროცესს უკავშირდება. თუმცა მამალაძის ოჯახი არ აკონკრეტებს ვისგან მოდიოდა ეს მუქარა.
 “აჭარის ტელევიზია”