გომელაური სააკაშვილის ექსტრადირებასთან დაკავშირებით ბელარუსში საიდუმლო მოლაპარაკებებს მართავს?

გომელაური სააკაშვილის ექსტრადირებასთან დაკავშირებით ბელარუსში საიდუმლო მოლაპარაკებებს მართავს?“კურიერის” ინფორმაციით, სუს-ის უფროსი, ვახტანგ გომელაური ბელარუსში მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებასთან დაკავშირებით საიდუმლო მოლაპარაკებებს მართავს.

“რუსთავი 2”- ის ინფორმაციით, გომელაური შეხვედრებს უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებთან მართავს. „კურიერის“ წყაროს ცნობით, უკრაინის და საქართველოს ხელისუფლებები სააკაშვილის ექსტრადიციისთვის ემზადებიან და გომელაურის ვიზიტის მიზანიც სწორედ საქართველოს მესამე პრეზიდენტის გადმოსაცემად დეტალების შეთანხმებაა.

სუს-ში ინფორმაციას არ ადასტურებენ. უწყების მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, გომელაური ბელარუსში უშიშროების სამსახურის 100 წლის საიუბილეო ღონისძიებებს უნდა დაესწროს.

ნიუპოსტი