ლევან გოგიჩაიშვილი გიგა ბოკერიას – ”თქვენ ბრძანდებით გამოუსწორებელი უზრდელი”

ლევან გოგიჩაიშვილი გიგა ბოკერიას - ”თქვენ ბრძანდებით გამოუსწორებელი უზრდელი”– ბატონო ბოკერია, თქვენ ბრძანდებით გამოუსწორებელი უზრდელი, – ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა საპარლამენტო უმცირესობის წევრ გიგა ბოკერიას პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე, სადაც მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავენ.
– ყველა თქვენი კითხვა, ყველა თქვენი გამოსვლა არის ძალიან შეურაცხმყოფელი და მე ვფიქრობ, წარმოუდგენელია თქვენთან რაიმე კონსტრუქციულზე საუბარი, – განაცხადა ლევან გოგიჩაშვილმა.
ლევან გოგიჩაშივილზე ცოტა ხნით ადრე, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს შეკითხვით მიმართა გიგა ბოკერიამ. მან ეკონომიკურ მდგომარეობაზე ისაუბრა.

ინტერპრესნიუსი