შობის დილას არქიმანდრიტი საბა (დეკანოზი ღვთისო) გარდაიცვალა – ,,ჩვენი ეკლესიის ცოცხალი მემატიანე“

შობის დილას არქიმანდრიტი საბა (დეკანოზი ღვთისო) გარდაიცვალა - ,,ჩვენი ეკლესიის ცოცხალი მემატიანე“დღეს დილით, ქაშუეთის ეკლესიის მოძღვარი, არქიმანდრიტი საბა (დეკანოზი ღვთისო) გარდაიცვალა. ამის შესახებ ფეისბუქის გვერდზე ისტორიკოსი სერგო ვარდოსანიძე წერს:

,,სამწუხარო ინფორმაცია…

ამ დილით გარდაიცვალა არქიმანდრიტი საბა (დეკანოზი ღვთისო შალიკაშვილი)…

p.s.არქიმანდრიტი საბა (დეკანოზი ღვთისო) 1977 წლის 23 დეკემბრიდან გვერდით ედგა უწმიდეს და უნეტარეს ილია მეორეს,ჯერ მართავდა უწმიდესის მანქანას,ხოლო 1978 წლის 28 სექტემბრიდან 1987 წლამდე იყო პატრიაქის პროტოდიაკონი,მახსოვს სიონის საკათედრო ტაძარში თავისუფალ დღეებში როგორ ასწავლიდა პატრიარქი სადღესასწაულო წირვა-ლოცვის დროს წარმოსათქმელ ლოცვებს,ჯერ თვითონ ამბობდა და მერე მას ამეორებინებდა,1987 წელს იგი უწმიდესმა მღვდლად აკურთხა და განაწესა ქაშუეთის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიაში,მამა საბა იყო ჩვენი ეკლესიის ცოცხალი მატიანე,შესანიშნავი მოსაუბრე და სასულიერო პირი,ბოლო წლები იგი უკურნებელ სენს ებრძოდა, 2017 წლის 23 ნოემბერს,როდესაც უწმიდესი და უნეტარესი გიორგობის დღესასწულზე ქაშუეთში მობრძანდა მამა ღვთისო უკვე ცუდად იყო,მოეფერა და მასთან სურათი გადაიღო,18 დეკემბერს კი მისი ლოცვა-კურთხევით იგი აღიკვეცა ბერად, ეწოდა სახელი საბა,აღყვანილ იქნა არქიმანდრიტის ხარისხში…

ღმერთმა ნათელი დაუმკვიდროს მის უკვდავ სულს,

ამინ!“