რუსთავში სატვირთო მიკროავტობუსს შეეჯახა – 1 ადამიანი გარდაიცვალა, 4 დაშავდა – ვიდეო

რუსთავში სატვირთო მიკროავტობუსს შეეჯახა - 1 ადამიანი გარდაიცვალა, 4 დაშავდა - ვიდეო13 მარტს საღამოს ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავში. რუსთაველისა და ბათუმის ქუჩების კვეთაზე ერთმანეთს სატვირთო მანქანა და სამგზავრო მიკროავტობუსი შეეჯახნენ. ავარიის შედეგად მიკროავტობუსში მყოფი 5 მგზავრი დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

როგორც “ინფო რუსთავს” ცენტრალურ საავადმყოფოში განუცხადეს, ერთ-ერთი დაშავებულს ჩატარდა ოპერაცია, თუმცა 61 წლის მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა. 4 პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი. ადგილობრივების თქმით, აღნიშნულ მონაკვეთზე ხშირია ავტოსაგზაო შემთხვევები, მოსახლეობა ადგილობრივი თვითმმართველობისგან შუქნიშნის დამონტაჟებას მოითხოვს.

ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს.