„მოიმარაგეთ წყალი და საკვები“ – რუსული ტელეარხი მოსახლეობას აფრთხილებს

„მოიმარაგეთ წყალი და საკვები“ – რუსული ტელეარხი მოსახლეობას აფრთხილებს Newsweek-ის ინფორმაციით, რუსეთის სახელმწიფო ტელევიზია Vesti 24 მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ბუნკერებში მოიმარაგონ წყალი და აუცილებელი საჭიროების დიდხანს გამძლე საკვები.
ამის მოტივად კი Vesti 24 იმ გარემოებას ასახელებს, რომ რუსეთი ვაშინგტონთან ომში ჩაბმას აპირებს.

ომი „კატასტროფული“ იქნება, არხმა ისიც კი გააშუქა, თუ როგორ უნდა გამოიყენოს ხალხმა აირწინაღები ატომური შეტაკების შემთვევაში.

აშშ თავდაცვის მდივანმა, ჯეიმს მეტისმა განაცხადა, რომ იგი მზადაა ამერიკის პრეზიდენტს წარუდგინოს სირიაზე შეტევის სამხედრო გეგმა.

ამერიკის ჯარები და მისი მოკავშირეები ჯერ კიდევ განიხილავენ, იდგა თუ არა აჯანყებულების კონტროლირებად დუმაში ქიმიური თავდასხმის უკან რუსეთისგან მხარდაჭერილი სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი. მეტისმა 11 აპრილს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამერიკა მზადაა მიიღოს ადეკვატური გადაწყვეტილება, თუკი ამის საჭიროება დადგება.

პოლიტიკურ კონსტელაციას ისიც ართულებს, რომ სირიის შეტაკებაში ჩართვაში მზადყოფნა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონმაც გამოთქვა. ფრანგული გამოცემა Le Figaro წერს, რომ სამხედროებმა საფრანგეთის პრეზიდენტს წარუდგინეს გეგმა, რომელიც მოიცავდა სირიაზე თავდასხმას სენ-დიზიესავიაბაზიდან. სირიაზე თავდასხმით, ასევე, დაინტერესებული არიან დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფო და საუდის არაბეთი.

ირანი და ჩინეთი რუსეთს შეუერთდნენ ამერიკის საწინააღმდეგო გაფრთხილებებში, სირიაზე თავდასხმის თავიდან ასაცილებლად.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი დიდ ხნის მანძილზე იყო ასადის რეჟიმის მხარდამჭერი, იგი სირიის კონფლიქტში 2015 წელს ჩაერთო, მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გადაწყვიტა, აღნიშნულ რეგიონში ტერორისტულ დაჯგუფებებს შებრძოლებოდა. რუსეთმაც და ამერიკამაც მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგეს ტერორისტების დასამრცხებლად.

უკანასკნელმა ცნობამ, რომ ასადმა ქიმიური იარაღი გამოიყენა აჯანყებულთა ბოლო ბასტიონის მოსაშორებლად, ყველაზე დიდ ინტერნაციონალურ ესკალაციას მისცა ბიძგი.

რუსეთის და სირიის ძალების დაძაბულობა პიკს აღწევს. ევროპის ავიაციის უსაფრთხოების სააგენტომ კი, Newsweek-ს განუცხადა, რომ უახლოეს 72 საათში სირიაში მოსალოდნელია ძლიერი სამხედრო შეტაკებები.

ამერიკამ სამხედრო საზღვაო ფლოტი ვირჯინიიდან ახლო აღმოსავლეთში მიემართება. სარაკეტო გამანადგურებელი USS Donald Cook კი კვიპროსისკენ გაემართა, აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში, სწორედ იმ რაკეტებით, რომლებიც ტრამპმა წინა წელს გამოიყენა ასადის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენებაზე საპასუხოდ.

ოფიციალურმა მოსკოვმა, გენერალ ვალერი გერასიმოვის მეშვეობით, განაცხადა, რომ იგი აუცილებლად გადაუჭრის გზას ამერიკულ რაკეტებს, შესაბამისი ზომებით.

დონალდ ტრამპის ამერიკის ურთიერთობა რუსეთთან ახლა ისეა დაძაბული, როგორც არასდროს.

პუტინი აცხადებს, რომ მიმდინარე გლობალური დაძაბულობა შეშფოთების მეტს ვერაფერს გამოიწვევს. მიუხედავად ამისა, რუსულ სახელმწიფო სამაუწყებლო სააგენტოებთან ინტერვიუებში, მან იმედი გამოთქვა, რომ საერთაშორისო ურთიერთობები დასტაბილურდება, კალაპოტში ჩადგება და ყველაფერი კონსტრუქციულ სახეს მიიღებს.

cyc.ge