სენატმა სახელმწიფო მდივნის პოსტზე მაიკ პომპეო დაამტკიცა

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სახელმწიფო მდივნის პოსტზე დონალდ ტრამპის მიერ წარდგენილ მაიკ პომპეოს კანდიდატურას მხარი დაუჭირა.

კომიტეტის წევრმა თერთმეტივე რესპუბლიკელმა ხმა პომპეოს სასარგებლოდ მისცა, წინააღმდეგი ცხრა დემოკრატი იყო, ერთმა დემოკრატმა კი, სენატის პროცედურული წესების მიხედვით, მხოლოდ დასწრება დაადასტურა.

აშშ-ის სენატის უმრავლესობის ლიდერის, მიტჩ მაკკონელის თქმით, მან სენატში საკმარისი ხმები მოაგროვა, რათა ამ კვირაში პომპეოს კანდიდატურა სახელმწიფო მდივნის პოსტზე დამტკიცდეს.  პომპეო პარასკევს უკვე ნატოს სამიტს დაესწრება.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი თანამდებობიდან 13 მარტს მოხსნეს. მაშინვე ცნობილი გახდა, რომ მის ადგილს ცენტრალური დაზვერვის სააგენტოს (CIA) დირექტორი მაიკ პომპეო დაიკავებდა.

იმედინიუსი

გაზიარება:

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018