მამუკა ბახტაძე – “ეს არის ტყუილი და ძალიან სუსტი არგუმენტი”

მამუკა ბახტაძე - "ეს არის ტყუილი და ძალიან სუსტი არგუმენტი"ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე, ოპონენტების მიერ გამოთქმულ არგუმენტს, რომ ახალი რეგულაციებით მოსახლეობის ნაწილს სესხებზე წვდომა შეეზღუდებათ, სუსტს უწოდებს.

„ჩვენ მოვისმინეთ არგუმენტები, რომ სესხებზე ხელმისაწვდომობა შეეზღუდება მოსახლეობის ნაწილს, კერძოდ მოქალაქეებს, რომლებიც არიან მაგალითად რეპეტიტორები. ეს არის ტყუილი და ძალიან სუსტი არგუმენტი, რომელიც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ეს საგადასახადო რეფორმა ყველა მოქალაქეს შეეხება, ყველა ადამიანს ექნება საშუალება დარეგისტრირდეს და მიიღოს მცირე მეწარმის სტატუსი.

ზღვარი რაც ჩვენ დავაწესეთ ყველა მოქალაქეს მოიცავს, მათ უნდა გადაიხადონ სიმბოლურად 1%-იანი გადასახადი.

როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საერთო თამაშის წესებზე აქ იგულისხმება მთელი ფინანსური სექტორი, რადგან პრობლემის მიზეზი იყო ე.წ. ასიმეტრიული რეგულაცია ფინანსურ სექტორში.

საბანკო სექტორს თავის რეგულაცია ჰქონდა, არასაბანკოს სხვა და საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი არ იყო ერთიან რეგულაციაში მოქცეული და ეს იქცა პრობლემის ერთ-ერთ წყაროდ“, – განაცხადა მინისტრმა.

ბიემჯი