საუდის არაბეთის ნაკრების თვითმფრინავი როსტოვში ავარიულად დაეშვა – ვიდეო

საუდის არაბეთის ნაკრების თვითმფრინავი როსტოვში ავარიულად დაეშვა - ვიდეოთვითმფრინავმა, რომელსაც საუდის არაბეთის ნაკრები გადაჰყავდა სანკტ პეტერბურგიდან როსტოვში, ავარიული დაჯდომა განახორციელა.

თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ თვითმფრინავის ძრავს ცეცხლი გაუჩნდა, მაგრამ მოგვიანებით ეს ცნობა უარყვეს.

დაჯდომის დროს აირბუს ა319-100-ის ძრავში ჩიტი მოხვდა, რამაც მისი დაზიანება გამოიწვია. თვითმფრინავი 2 მოქმედი ძრავით დაჯდა როსტოვის აეროპორტში.

ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

თვითმფრინავი რუსულ ავიაკომპანიას ეკუთვნის.

საუდის არაბეთი 20 ივნისს როსტოვში ურუგვაის ეთამაშება.

https://twitter.com/twitter/statuses/1008788666922229765