ნეფე ჰაერში აისროლეს და დაჭერა დაავიწყდათ – ოზურგეთში ქორწილის ჩაშლის მიზეზი მარიხუანა გახდა

ნეფე ჰაერში აისროლეს და დაჭერა დაავიწყდათ - ოზურგეთში ქორწილის ჩაშლის მიზეზი მარიხუანა გახდაქალაქ ოზურგეთში, სარიტუალო დარბაზ “თამარიონში” მიმდინარე ქორწილის მონაწილეები ნეფის გარეშე დარჩნენ, რის გამოც ქორწილი ფაქტიურად ჩაიშალა.

როგორც ‘გურიის მოამბეს” თვითმხილველებმა უამბეს, ქორწილის ჩაშლის მიზეზი ნეფის ოზურგეთის მედალფას კლინიკაში მოთავსება გახდა, საიდანაც ის მეორე დღეს გამოწერეს:

“სუფრა ახალი დაწყებული იყო როცა ნეფეს მეგობრები მიადგნენ და მათი დაჟინებული თხოვნით მაგიდიდან გამოიყვანეს, წრე შეკრეს და ჰაერში აისროლეს, შემდეგ მეორეჯერ აისროლეს, შემდეგ მესამეჯერ.. და უცებ დაავიწყდათ ასროლილი ნეფე, ყველანი მობრუნდნენ და მაგიდებს მიუსხდნენ. ნეფე დაეცა იატაკზე, გახდა ცუდად, ვერ სუნთქავდა, სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში. როგორც იქვე ამბობდნენ, როგორც ნეფეს, ასევე მის მეგობრებს მარიხუანა ჰქონდათ მოწეული, ვინაიდან დედოფალი ქალაქ გორიდან იყო, გურულებმაც გორის მარიხუანა გასინჯეს და ის ადგილობრივზე მეტად ძლიერი აღმოჩნდა. მომხდარსაც გორის მარიხუანას აბრალებენ”, – გვიყვება ერთ ერთი თვითმხილველი.