გურჯაანში ყურძნით დატვირთული სატვირთო მანქანა მოტოციკლს შეეჯახა

გურჯაანში ყურძნით დატვირთული სატვირთო მანქანა მოტოციკლს შეეჯახაგურჯაანში ავარიის დროს ერთი ადამიანი მძიმედ დაშავდა. როგორც „ინტერპრესნიუსს” თვითმხილველებმა განუცხადეს, ყურძნით დატვირთული სატვირთო მანქანა მოტოციკლს შეეჯახა, რის შედეგადაც შუახნის მამაკაცი მძიმედ დაშავდა. ის სასწრაფო დახმარების ჯგუფმა, სხეულის სხვადასხვა დაზიანებებით, რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანა.

მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ინტერპრესნიუსი