აფეთქება ქერჩის პოლიტექნიკურ კოლეჯში – დაიღუპა 18 ადამიანი, დაშავდა 50 – აფეთქებაში ეჭვმიტანილმა სტუდენტმა თავი მოიკლა

აფეთქება ქერჩის პოლიტექნიკურ კოლეჯში - დაიღუპა 18 ადამიანი, დაშავდა 50 - აფეთქებაში ეჭვმიტანილმა სტუდენტმა თავი მოიკლარუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ქალაქ ქერჩში, პოლიტექნიკურ კოლეჯში, აფეთქება მოხდა.

აფეთქებას საგამოძიებო კომიტეტმა ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა – შენობაში ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა, რომელიც კოლეჯის სასადილოში იყო დამონტაჟებული.
ტერაქტის შედეგად დაღუპულია 18 ადამიანი. დაშავებულია 50-მდე ადამიანი.

აფეთქებაში ეჭვმიტანილმა თავი მოიკლა. ის კოლეჯის მე-4 კურსის სტუდენტია. მისი ცხედარი კოლეჯის მე-2 სართულზე მდებარე ბიბლიოთეკაში იპოვეს.