გიორგი ნიკოლაიშვილი – “მე არავისტი ვარ” – ყველაზე გამაღიზიანებელი ფრაზაა”

გიორგი ნიკოლაიშვილი - “მე არავისტი ვარ” - ყველაზე გამაღიზიანებელი ფრაზაა"აშშ-ში მცხოვრებმა გიორგი ნიკოლაიშვილმა რამდენიმე წუთის წინ ფეისბუქში დაწერა:

“იმ ხალხის გამკვირვებია, როცა ამბობენ აპოლიტიკური ვარო. როგორ შეიძლება საკუთარი აზრი არ გაგაჩნდეს შენ სამშობლოში მიმდინარე ამბებზე? ეს უფრო თავდაცვას ჰგავს. “მე არავისტი ვარ” – ყველაზე გამაღიზიანებელი ფრაზაა.
როდესაც კითხვას სვამენ ვინ დაიწყო აგვისტოს ომი, რას პასუხობთ? მე არავისტი ვარ და არ მაქვს პასუხიო?
ასე რომ, შეეშვით ამ ტრიპაჩობას, საკუთარი სამშობლოს ბედი ვისაც ანაღვლებს, ყველას უნდა ჰქონდეს თავისი აზრი.”