ლიეტუვას დელეგაცია, პრეზიდენტ დალია გრიბაუსკაიტეს ხელმძღვანელობით, ლატვიაში ვერ გაფრინდა და ქვეყნისთვის დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლის იუბილის მილოცვა ვილნიუსის აეროპორტიდან მოუწია. ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსამსახური იუწყება.
მისივე ცნობით, ამის მიზეზი იმ თვითმფრინავის მწყობრიდან გამოსვლა გახდა, რომლითაც სამთავრობო დელეგაცია რიგაში უნდა გამგზავრებულიყო. პრესსამსახურის ინფორმაციით, ლიეტუვას დელეგაციას თვითმფრინავის მწყობრიდან გამოსვლის შესახებ მათი აეროპორტში მისვლის დროს აცნობეს. დალია გრიბაუსკაიტეს ლატვიაში სხვადასხვა ღონისძიებაში უნდა მიეღო მონაწილეობა.
ინტერპრესნიუსი