“ტანსაცმლიანად იწვოდნენ, მიწაზე გორაობდნენ, საშინელება ვნახე” – რა მოხდა ხეთაში

ხობის მუნიციპაიტეტის სოფელ ხეთაში მომხდარ აფეთქებასა და მის შედეგებზე “პრაიმტაიმთან” ერთ-ერთი თვითმხილველი ჰყვება.

მისი თქმით, ოჯახის ყველა წევრი სახლში იმყოფებოდა, რა დროსაც ერთ-ერთმა ცეცხლის დასანთებად სალიარის ნაცვლად შემთხვევით ბენზინი გამოიყენა, რასაც აფეთქება მოჰყვა.

“სალიარის ნაცვლად ბენზინი გამოიყენეს, ბიდონი ხუთლიტრიანი იყო და მაშინვე აფეთქდა. ტანსაცმლიანად იწვოდნენ, მიწაზე გორაობდნენ, საშინელება ვნახე. მსგავსი არასოდეს მინახავს. ოჯახში ორი ბავშვი იყო, ერთმა მოასწრო და გარეთ გამოვიდა, დანარჩენები კი მძიმედ დაშავდნენ. ჩვენ როგორც შეგვეძლო ვეხმარებოდით, მაგრამ შემდეგ სახანძრო და სასწრაფოც მალევე მოვიდნენ. ორსართულიანი სახლისგან მხოლოდ აგურები დარჩა, სახლს ვინ ჩივის ლამის მთელი ოჯახი ამოიხოცა”, – ჰყვება ერთ-ერთი თვითმხილველი “პრაიმტაიმთან”.

რამდენიმე საათის წინ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეთაში უბედური შემთხვევა მოხდა. ცეცხლის დასანთებად სალიარის ნაცვლად ბენზინის გამოყენების შედეგად მოხდა აფეთქება, როს შედეგადაც შვიდი ადამიანი მძიმედ დაშავდა, მათ შორის ორი მცირეწლოვანია.

დაშავებულები  რეანომობილით თბილისში გადაიყვანეს.

პრაიმტაიმი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018