გამარჯვება ბოლო წამზე – საქართველომ ისრაელს 71:69 მოუგო – ვიდეო

3 დეკემბერს, საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მორიგი მატჩში ისრაელი 71:69 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრების ესტონეთთან გამარჯვებამ და ისრაელის მიერ სერბეთის ძლევამ ჩვენი გუნდის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფიდან გასვლის თეორიული შანსი პრაქტიკულში გარდასახა და ამ მატჩში აუცილებლად მოგება სჭირდებოდა.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ილიას ზუროსმა შემდეგი სასტარტო ხუთეული გაიყვანა პარკეტზე: მაკფადენი, შერმადინი, ბურჯანაძე, ცინცაძე, სანაძე.

პირველი მეოთხედი 9:11 წავაგეთ, ტაიმი კი 34:30 მოვიგეთ.

მესამე პერიოდში ჩვენი გუნდი წინ გაიჭრა, მაგრამ პერიოდი მხოლოდ 1 ქულით მოიგო. მატჩის ძირითადი დრო 64:64 დასრულდა, ოვერტაიმის ბოლო წამზე კი შერმადინმა გამარჯვება საქართველოს ნაკრებს მოუპოვა.

სპორტალი

🏀ბოლო წამზე მოვიგეთ!

🏀 ბოლო წამზე მოვიგეთ!➡ საქართველო 71-69 ისრაელი

Gepostet von Goal.Ge am Montag, 3. Dezember 2018

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018