ირაკლი ოქრუაშვილი – “თბილისის მერიას ვარდისფერქუდიანი კალაძის გამოძახების სერვისი ხომ არა აქვს? 300 ლარს გადავიხდი”

ირაკლი ოქრუაშვილი - "თბილისის მერიას ვარდისფერქუდიანი კალაძის გამოძახების სერვისი ხომ არა აქვს? 300 ლარს გადავიხდი"ირაკლი ოქრუაშვილმა ფეისბუქში დაწერა:

“ტყუილად მოვიყვანე თოვლის ბაბუა ბოლო ორ ახალ წელს და ტყუილად გადავყარე გამოძახებაზე ას-ასი ლარი. მაინც აღარ სჯერათ ბავშვებს ისეთ ასაკში არიან. შარშან სულ წვერებით ითრიეს და მატყუარა ეძახეს. წელს მინდა რამე განსაკუთრებული სიურპრიზი მოვუწყო და გავამხიარულო.

ვიმემ ხომ არ იცით, თბილისის მერიას ვარდისფერქუდიანი კალაძის გამოძახების სერვისი ხომ არა აქვს 31-ში 12 საათზე? სამას ლარს გადავიხდი. მეტი არც მე მიღირს და არც ეგ არ ღირს.”