პარიზში პოლიციამ ”ყვითელი ჟილეტების” წინააღმდეგ წყალი და გაზი გამოიყენა

პარიზში პოლიციამ ”ყვითელი ჟილეტების” წინააღმდეგ წყალი და გაზი გამოიყენაპარიზში „ყვითელი ჟილეტების“ საპროტესტო აქცია დილიდან პოლიციასთან შეტაკებით დაიწყო.

მანიფესტანტთა ჯგუფი შეეცადა, პოლიციის კორდონი გაერღვია, ისინი სამართალდამცავების მიმართულებით გარკვეულ საგნებს ისროდნენ, რის გამოც პოლიციამ წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

პოლიციასა და მანიფესტანტებს შორის შეტაკების შედეგად 65 ადამიანი დაშავდა, აქედან 11 პოლიციელია.

ქალაქის ცენტრში თავი მოიყარა 5 ათასმა მანიფესტანტმა. ფრანგული მედია ავრცელებს კადრებს, სადაც ჩანს, რომ მანიფასტანტების ჯგუფმა ცეცხლი წაუკიდა ავტომობილებს.

საფრანგეთის შს სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია 158 ადამიანი.

პარიზის მასშტაბით 4 ათასამდე პოლიციელია მობილიზებული. შანზ-ელიზეს ნაწილი პოლიციის მიერ არის ბლოკირებული.

“ყვითელი ჟილეტების” აქცია საწვავზე ფასების ზრდას აპროტესტებს.

ინტერპრესნიუსი