”მე რა ვიცი, ახლა სად არის ჩემი ცოლის ძმა” – ზარდიაშვილმა ოჯახის წევრი უარყო

”მე რა ვიცი, ახლა სად არის ჩემი ცოლის ძმა” - ზარდიაშვილმა ოჯახის წევრი უარყოსაპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ვანო ზარდიაშვილი, ამბობს, რომ საკუთარ ცოლის ძმაზე ინფორმაცია არ გააჩნია. ის ამბობს, რომ არც ის იცის, სად იმყოფება გრიგოლ აბრალავა.

„ვერ გეტყვით, არ ვიცი, მსგავსი ინფორმაცია არ მაქვს. ბოდიში, თუ შეიძლება, კანონპროექტი გამაქვს, გადავიკითხავ. როგორ გითხრათ, ახლა სად არის ჩემი ცოლის ძმა. სად არის თქვენი ცოლის ძმა? თქვენი ქმრის ძმა? ძმის ცოლი სად გყავთ? რა ვიცი, არ მინახავს, არ მაქვს ხშირი ურთიერთობა. რატომ მესაუბრებით არასერიოზულ კითხვებზე. ვიცი, რომ ბოლოს უნდა ყოფილიყო პოლონეთში, სწავლობს დოქტორანტურაში. ორი კვირაა, არ მინახავს. არ მაქვს ყოველდღიური კომუნიკაცია. დავურეკავ და დავაზუსტებ,“ – ამბობს ზარდიაშვილი.

კითხვაზე, არის თუ არა მისი ცოლის ძმა აუდიტის სამსახურის თანამშრომელი, ზარდიაშვილი ამბობს, რომ „არ ახსოვს“.

რუსთავი 2