ნურსულთან ნაზარბაევმა ყაზახეთის მთავრობა დაითხოვა

ნურსულთან ნაზარბაევმა ყაზახეთის მთავრობა დაითხოვაყაზახეთის პრეზიდენტმა მთავრობა დაითხოვა. ნურსულთან ნაზარბაევის მთავარი პრეტენზია მინისტრთა კაბინეტთან იყო ის, რომ მთავრობამ ვერ შეძლო დასახული ეკონომიკური ამოცანების განხრციელება. ექსპერტებს მიაჩნიათ რომ ამ ნაბიჯით ხელისუფლება ცდილობს საზოგადოების უკმაყოფილების დონე შეამციროს.
ის რომ მთავრობა უნდა გადამდგარიყო ნაზარბაევმა 20 თებერვალს განაცხადა, ხუთშაბათს კი ხელი მოაწერა შესაბამის ბრძანებას.

პრეზიდენტის განცხადებით, მინისტრთა კაბინეტმა ვერ შეძლო მათ მიერ ინიცირებული მოდერნიზაციის განხორციელება და ვერ მიიღო ზომები, რომ ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესებულიყო.