იურგენ კლოპი: ”ლივერპულმა დაამტკიცა რომ შეუძლებელი არაფერია”

იურგენ კლოპი: ”ლივერპულმა დაამტკიცა რომ შეუძლებელი არაფერია”ლივერპულმა საკუთარ მოედანზე ბარსელონა გაანადგურა 4:0 და ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა. ეს გამარჯვება იურგენ კლოპის სამწვრთნელო კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესოა და მატჩის შემდეგ ის ემოციებს არ მალავდა:

”ეს წარმოუდგენელი იყო. მე და ფეხბურთელებმა საოცარი ემოციები განვიცადეთ და მინდა რომ ეს საღამო არასოდეს დამთავრდეს. დღეს ლივერპულმა აჩვენა რომ შეუძლებელი არაფერია და ყოველთვის შეიძლება გამოსავალი იპოვნო”.

ლივერპული ჩემპიონთა ლიგის ფინალში ზედიზედ მეორედ გავიდა.