პრინც ჰარის და მეგან მარკლს ვაჟი შეეძინათ

პრინც ჰარის და მეგან მარკლს ვაჟი შეეძინათბრიტანეთის პრინც ჰარის და სასექსის ჰერცოგინია მეგან მარკლს ვაჟი შეეძინათ, ეს მათი პირველი შვილია. ჰარისა და მეგანის ვაჟი, დედოფალ ელისაბედ II-ის მერვე შვილთაშვილი ბრიტანეთის სამეფო ტახტის მემკვიდრეთა სიაში რიგით მეშვიდეა, მის წინ არიან ბაბუა – პრინცი ჩარლზი, ბიძა – კემბრიჯის ჰერცოგი, პრინცი უილიამი, უილიამის შვილები – ჯორჯი, შარლოტა და ლუისი და პატარა პრინცის მამა – ჰარი.

1917 წელს ჯორჯ V-ის მიერ მიღებული კანონის თანახმად, სამეფო ოჯახში დაბადებული ბავშვები პრინცის და პრინცესის ტიტულს მაშინვე არ იღებენ, თუ ისინი ტახტის მემკვიდრეთა სიაში საწყის პოზიციებს არ იკავებენ. დედოფალ ელისაბედ II-ს ამ კანონში ცვლილებების შეტანა მოუწია უილიამის უმცროს შვილებთან შარლლოტასა და ლუისთან დაკავშირებით. პრინცმა ჯორჯმა ეს ტიტული ავტომატურად მიიღო, რადგან ის ტახტის მემკვიდრეთა სიაში მესამე ადგილს იკავებს.

ნიუპოსტი