სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, რომ სანზონაში კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა. საბედნიეროდ დაშავებული არავინაა. გავრცელებულ კადრებში იქვე შეკრებილი ადგილობრივები ჩანან. ფაქტის გადასამოწმებლად „პრაიმტაიმი“ ჯერ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ ფაქტთან დაკავშირებით შეტყობინება არ შესულა. დედაქალაქის მერიაში კი გვითხრეს, რომ აღნიშნული, ავარიული კორპუსიდან მოსახლეობა გაყვანილი იყო, პერიმეტრი შემოღობილი. ასევე კორპუსი ჩანაცვლების პროგრამაშია ჩასმული. […]
კატეგორია: შემთხვევა
დიდ ბრიტანეთში ბადრი პატარკაციშვილის ქვრივის, ინა გუდავაძის 10 მილიონიანი სახლი დაიწვა
დიდი ბრიტანეთის საგრაფოში მდებარე 10 მილიონ ფუნტ სტერლინგად შეფასებული სახლი, რომელიც ქართველი ბიზნესმენის, ბადრი პატარაციშვილის ქვრივს, ინა გუდავაძეს ეკუთვნოდა, მთლიანად დაიწვა. ბრიტანული გამოცემა “დეილი მეილის” ცნობით, ინციდენტამდე ერთი დღით ადრე სახლის მასშტაბური განახლების სამუშაოები დასრულდა, რომლებიც სამი წელი გრძელდებოდა და რამდენიმე მილიონი ფუნტი სტერლინგი დაჯდა. მიუხედავად იმისა, რომ მეხანძრეები ადგილზე დროულად მივიდნენ, სახლი მთლიანად დაიწვა. წყარო: მთავარი
„მარიჯანის ქუაჩაზე, ქარმა მშენებარე კორპუსიდან აგურები გადმოყარა, დაზიანდა ავტომობილები“
გურჯაანში პნევმატური იარაღიდან გასროლილი ტყვიით მოზარდი დაშავდა
საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, ეკა ტყეშელაშვილი ავტოკატასტროფაS მოჰყვა – მძიმედაა დაშავებული
ავტოკატასტროფა ლვოვში – მძიმედ დაშავდა საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ეკა ტყეშელაშვილი. ავტოავარია კიევი-ჩოპის გზატკეცილზე 8 ოქტომბერს მოხდა. რა დროსაც ერთმანეთს ჰიუნდაისა და აუდის ტიპის ავტომობილები შეეჯახნენ. მომხდარის შესახებ ინფორმაციას ლვოვის ეროვნული პოლიციის მთავარი სამმართველო ადასტურებს. უკრაინული მედიის თანახმად, შემთხვევის შედეგად, დაიღუპა ერთი ქალი, ორი მოქალაქე კი დაშავდა. ეკა ტყეშელაშვილის უკრაინაში ევროკავშირის ანტიკორუფციული პროექტის ხელმძღვანელია.
თბილისში ექიმ ხუტა პაჭკორიას ეძებენ
თბილისში ექიმ ხუტა პაჭკორიას ეძებენ. როგორც ახლობლები სოციალურ ქსელში წერენ, ის სახლიდან 2 ოქტომბერს, დილით გავიდა და აღარ დაბრუნებულა. ოჯახის წევრი სოციალურ ქსელში წერს: „მეგობრებო, უმორჩილესად გთხოვთ, გააზიაროთ მაქსიმალურად.დღეს დილით სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა დედაჩემის ძმა დამსახურებული ექიმ-გასტროენტეროლოგი ხუტა პაჭკორია. წინასწარ გიხდით მადლობას, დაუკავშირდით ლელას, მადლობა. 598 41-63-45 ან 593 20-67-87″.
სამი ავარია ავტობანზე
გრიგოლეთში ზღვამ ცხედარი გამორიყა
ხანძარი არქივის ეზოში ცალკე მდგომ შენობაში გაჩნდა – ხანძარი ლოკალიზებულია
ვაჟა-ფშაველას გამზირზე, შენობაში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში. მათივე ცნობით, ხანძარი არქივის ეზოში ცალკე მდგომ შენობაში გაჩნდა. მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. ამასთან, ამ დროისთვის დაშავებულების შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში შეტყობინება არ შესულა.