კატეგორია: შემთხვევა

მეწყერში მოყოლილი ყველა პირი ცოცხალია და ისინი კონტაქტზე იმყოფებიან  

მეწყერში მოყოლილი ყველა პირი ცოცხალია და ისინი კონტაქტზე იმყოფებიან   

რაჭაში, შოვში ჩამოწოლილ მეწყერს მსხვერპლი არ მოჰყოლია. ამ დროის მონაცემებით, მეწყერში მოყოლილი ყველა პირი ცოცხალია და ისინი კონტაქტზე არიან. შემთხვევის ადგილზე პოლიციის 2 ვერტმფრენით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები და სხვა საპოლიციო დანაყოფის წარმომადგენლები  გაემგზავრნენ. რაჭაში მეწყერი ცოტა ხნის წინ ჩამოწვა, შემთხვევა სასტუმრო “სანსეტ შოვის” მიმდებარედ მოხდა. დაზიანებულია გზა. ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს როგორ გადაარჩინა ახალგაზრდა […]

რაჭაში მეწყერში 16 ადამიანი მოჰყვა, მათ გადაუდებელი დახმარება სჭირდებათ

რაჭაში მეწყერში 16 ადამიანი მოჰყვა, მათ გადაუდებელი დახმარება სჭირდებათ

რაჭაში, შოვში, წინასწარი ინფორმაციით, მწყერში 16 ადამიანია მოყოლილი და მათ გადაუდებელი დახმარება სჭირდებათ. როგორც „საქართველოს ამბებს“ ადგილობრივებმა უთხრეს, მეწყერში მოყოლილებს შორის 6 ბავშვია. „საქართველოს ამბები“ შოვში მყოფ რამდენიმე ადამიანს ტელეფონით ესაუბრა. მათი თქმით, ვითარება ძალიან მძიმეა. ადგილობრივების ინფორმაციით, მთის დიდი ნაწილი მოწყდა და შოვში კოტეჯები და მიმდებარე ტერიტორია მთლიანად მოწყვიტა, გაანადგურა ან დააზიანა. შოვამდე მისასვლელი საავტომობილო გზაც […]

თბილისი ენერჯი – გლდანში ავარიის დროს გაზის მილი დაზიანდა, აფეთქების საშიშროება იყო

თბილისი ენერჯი - გლდანში ავარიის დროს გაზის მილი დაზიანდა, აფეთქების საშიშროება იყო

გლდანში მომხდარი ავარია – თბილისი ენერჯის ინფორმაციით, გლდანში დატრიალებული ტრაგედიის დროს გაზის მილი დაზიანდა და აფეთქების საშიშროება შეიქმნა. კომპანიაში აცხადებენ, რომ ახლა უსაფრთხოება სრულად დაცულია. „გლდანის 5 მ/რ, ვეკუას 119-თან, ავტოავარიის გამო დაზიანდა ბუნებრივი გაზის მილი, ჟონავდა გაზი და აფეთქების საშიშროება შეიქმნა. ოპერატიულად გადავკეტეთ ბუნებრივი გაზი. უსაფრთხოება სრულად დაცულია”, – წერია განცხადებაში. გლდანში მანქანა ქვეითს დაეჯახა, […]

 გლდანში მანქანა ქვეითად მოსიარულე ორსულ ქალს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა

„მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ავტომანქანა ამობრუნდა...“ - ავარია კახეთში

გლდანში ქვეითად მოსიარულე ოსსულ ქალს მანქანა დაეჯახა, ის ადგილზე დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ მოქალაქე სოციალურ ქსელში ავრცელებს. არსებული ცნობით, ადგილზე მანქანა გაზის მილებში შევარდა. „გლდანში ზედა კარფურთან ქალს დაეჯახა მანქანა და დაიღუპა ადგილზე, მერე გაზის მილებში შევარდა ეს მანქანა და გაზი ჟონავს ახლა. საშინელება ხდება”, – წერს დემბო ლომიძე.

10 მანქანა დაიმტვრა გორი-თბილისის გზაზე ავარიისას

„მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ავტომანქანა ამობრუნდა...“ - ავარია კახეთში

გორი-თბილისის ავტომაგისტრალზე მასშტაბური ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა, რამაც გამოიწვია ინერციით სხვა მანქანების შეჯახებაც. დამტვრეულია 10 მანქანა დაიმტვრა. ავარიის შედეგად, არავინ დაშავებულა. მძღოლები ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდნენ.  გამოძიება 125-ე მუხლით დაიწყო.

იგოეთთან მომხდარი ავარიისას სამი გიორგი დაიღუპა

იგოეთთან მომხდარი ავარიისას სამი გიორგი დაიღუპა

კასპი-იგოეთის გზაზე მომხდარ ავარიას სამი ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. როგორც ცნობილია, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა და მოძრაობა გარკვეული პერიოდით შეფერხებული იყო. როგორც „პრაიმტაიმს“ შსს-ში განუცხადეს მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. სამი გარდაცვლილი ახალგაზრდის ვინაობა ცნობილია. გიორგი წიკლაური, გიორგი ხუციშვილი და გიორგი ჯანჯალაშვილი. „არ შეიძლება ამის დაჯერება ბიჭებო“,- წერენ კომენტარებში.

ბათუმში  22-ე სართულიდან უცხო ქვეყნის მოქალაქე გადმოვარდა

თელავში, სახლის სარდაფში 17 წლის მოზარდი გარდაცვლილი ნახეს

ბათუმში, `ორბი სითის” 22-ე სართულიდან უცხო ქვეყნის მოქალაქე გადმოვარდა. შემთხვევა დღეს, 23 ივლისს გამთენიისას მოხდა. სასტუმრო კომპლექსის ადმინისტრაცია ფაქტს ადასტურებს, თუმცა კომენტარს არ აკეთებს. სამართალდამცავები შემთხვევის ადგილას მუშაობდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, კაცი სასტუმრო ნომერში კიდევ ერთ პირთან ერთად იმყოფებოდა. მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

სამტრედიაში 4 წლის ბავშვი ორმოში ჩავარდა და გარდაიცვალა

თელავში, სახლის სარდაფში 17 წლის მოზარდი გარდაცვლილი ნახეს

სამ­ტრე­დი­ა­ში უბე­დურ შემ­თხვე­ვას 4 წლის ბავ­შვი ემსხვერ­პლა. შემ­თხვე­ვა 12 ივ­ლისს მოხ­და. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვი ეზო­ში არ­სე­ბულ ორ­მო­ში ჩა­ვარ­და, რის შე­დე­გა­დაც და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ი­ღო. ის ქუ­თა­ის­ში კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, თუმ­ცა მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა.

თბილისის ზღვაზე მაშველებმა 45 წლამდე კაცის ცხედარი იპოვეს

თბილისის ზღვაზე მაშველებმა 45 წლამდე კაცის ცხედარი იპოვეს

თბილისის ზღვაზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა 45 წლამდე კაცის ცხედარი იპოვეს. შემთხვევა გუშინ მოხდა და  მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი წყალში, სავარაუდოდ, საბანაოდ შევიდა და უკან გამოსვლა ვეღარ მოახერხა. ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს.

„ხანძარი და აფეთქების ხმები ფანასკერტელის ქუჩაზე“

„ხანძარი და აფეთქების ხმები ფანასკერტელის ქუჩაზე“

„ხანძარი და აფეთქების ხმები ფანასკერტელის ქუჩაზე“. ვიდეო ვრცელდება ჯგუფში “ქალაქის პრობლემები“. როგორც „პრაიმტაიმს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, გაჩერებული მანქანა დაიწვა და დაკვამლიანება კორპუსსაც გადაედო. ხანძარი ლიკვიდირებულია და არავინ დაშავებულა.