ჭდე: ავსტრალია

ჯოკოვიჩმა სასამართლო წააგო

ჯოკოვიჩს ავსტრალიაში ვიზა გაუუქმეს

ნოვაკ ჯოკოვიჩმა ფედერალურ სასამართლოში აპელაციის შემდეგ სასამართლო დავა წააგო. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჯოკოვიჩის სარჩელი ავსტრალიის იმიგრაციის მინისტრის გადაწყვეტილების წინააღმდეგ უარყვეს. მთავარმა მოსამართლემ ჯეიმს ალსოპმა გამოაცხადა, რომ სასამართლომ ერთხმად არ დააკმაყოფილა ჯოკოვიჩის განაცხადი და ძალაში დატოვა იმიგრაციის მინისტრის გადაწყვეტილება. მისი თქმით, სასამართლოს ფუნქცია გადაწყვეტილების შინაარსობრივი მხარის გადახედვა არ არის. ,,ჩვენ განვიხილავდით იმას, ხომ არ იყო გადაწყვეტილება ირაციონალური […]

ჯოკოვიჩს ავსტრალიამ დეპორტაცია დროებით შეუჩერა

ჯოკოვიჩს ავსტრალიამ დეპორტაცია დროებით შეუჩერა

ავსტრალიის მთავრობა სერბი ჩოგბურთელის, ნოვაკ ჯოკოვიჩის დეპორტაციის გადავადებას დათანხმდა. „ევრონიუსის“ ინფორმაციით, ჯოკოვიჩის ადვოკატებმა სასამართლოში სარჩელი მას შემდეგ შეიტანეს, რაც იმიგრაციის მინისტრმა სპორტსმენს ვიზა მეორედ გაუუქმა. სასამართლო მოსმენა კვირისთვის არის დაგეგმილი, ანუ „ავსტრალიის ღია ჩემპიონატის“ გახსნამდე ერთი დღით ადრე და გადაწყვეტილების გამოტანამდე მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგანის დეპორტაცია არ მოხდება. „ევრონიუსი“ წერს, რომ ჯოკოვიჩისთვის უფრო მეტია სასწორზე, ვიდრე […]

ნოვაკ ჯოკოვიჩს ავსტრალიიდან გააძევებენ – მას ვიზა ისევ გაუუქმეს

ჯოკოვიჩს ავსტრალიაში ვიზა გაუუქმეს

სერბ ჩოგბურთელს, ნოვაკ ჯოკოვიჩს ავსტრალიის ღია ჩემპიონატის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე ვიზა კვლავ გაუუქმეს. მედიის ინფორმაციით, ავსტრალიის იმიგრაციის მინისტრმა, ალექს ჰოუკმა, პირადი უფლებამოსილება გამოიყენა და ჯოკოვიჩს ვიზა გაუუქმა, რასაც, სავარაუდოდ, ჩოგბურთელის დეპორტაცია მოჰყვება და შესაბამისად, ის ჩემპიონატს ვეღარ დაესწრება. იმიგრაციის მინისტრის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ვიზის გაუქმების გადაწყვეტილება საზოგადოებრივი ინტერესების საფუძველზე მიიღო. „მორისონის მთავრობას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, […]

ჯოკოვიჩს ავსტრალიაში ვიზა გაუუქმეს

ჯოკოვიჩს ავსტრალიაში ვიზა გაუუქმეს

სერბ ჩოგბურთელს ნოვაკ ჯოკოვიჩს ავსტრალიაში ვიზა გაუუქმეს, თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილებამდე ქვეყანაში დარჩება. მედიის ინფორმაციით, ამის მიზეზი ავსტრალიის საზღვარზე ვაქცინაციის დამადასტურებელი საბუთის არქონა გახდა. აღსანიშნავია, რომ ავსტრალიის ხელისუფლებამ თავდაპირველად მისთვის გამოსაკლისის სახით ვიზა დაუშვა, თუმცა საზოგადოების მწვავე კრიტიკის შემდეგ გადაწყვეტილება შეცვალა. მედიის ინფორმაციით, ჯოკოვიჩი ე.წ.სამთავრობო დაკავების სასტუმროში გადაიყვანეს. ჯოკოვიჩის ადვოკატებმა სარჩელი სასამართლოში შეიტანეს. ნოვაკ ჯოკოვიჩი მელბურნში 10 […]

ანასტასია პალაშჩუკი – “სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ” – ავსტრალიაში ლოკდაუნი გამოცხადდა

ანასტასია პალაშჩუკი - "სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ" - ავსტრალიაში ლოკდაუნი გამოცხადდა

კორონავირუსის დღიური შემთხვევების მატების გამო, ავსტრალიის რამდენიმე ქალაქში ლოკდაუნი გამოცხადდა. დღეიდან ოთხდღიანი ლოკდაუნი გამოცხადდა პერთში, 9 ივლისამდე მკაცრი ორკვირიანი კარანტინი მოქმედებს სიდნეიში, 2 ივლისამდე კი კარანტინი გახანგრძლივდა დარვინში. ამასთან, დღეს საღამოს სამდღიანი ლოკდაუნი ამოქმედდება ქუინსლენდის შტატის დედაქალაქ ბრიზბენში. ავსტრალიაში კორონავირუსის შემთხვევების მატება დელტა ვარიანტის გავრცელებას უკავშირდება. „რისკი რეალურია და ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ სწრაფად“, – განაცხადა […]

ავსტრალიაში ათასობით აქლემს დახოცავენ

ავსტრალიაში ათასობით აქლემს დახოცავენ

მედიის ინფორმაციით, ავსტრალიაში ათასობით ავსტრალიურ აქლემს დახოცავენ, რადგან ისინი ძალიან ბევრ წყალს სვამენ და მათი მეტეორიზმი ხელს უწყობს გლობალურ დათბობას. აქლემებს პროფესიონალი მსროლელები ვერტმფრენებიდან ესვრიან. პროცესს დაახლოებით 5 დღე დასჭირდება. როგორც ადგილობრივი მედია წერს, მოსახლეობა ხშირად ჩივის, რომ ისედაც გვალვით დაზარალებულ რეგიონში, აქლემები წყლის თითქმის მთელ მარაგს ცლიან. ქვეყანაში ასევე შიშობენ, რომ აქლემები გლობალურ დათბობასაც უწყობენ […]

წყალდიდობა ავსტრალიაში – დაიტბორა 1.000-ზე მეტი სახლი

წყალდიდობა ავსტრალიაში - დაიტბორა 1.000-ზე მეტი სახლი

ავსტრალიის აღმოსავლეთ რეგიონებში მასშტაბურ წყალდიდობას ებრძვიან. ამინდის გაუარესების შედეგად წყლის დონემ მოიმატა ქვეყნის სანაპიროზე. უკვე დაიტბორა რამდენიმე დასახლება. წყალდიდობამ ათასობით საცხოვრებელი სახლი დააზიანა. დაზარალებულ დასახლებებიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. დროებით თავშესაფარში უკვე გადაყვანილია 1000-ზე მეტი ოჯახი. სინოპტიკოსები მოსახლეობას ვითარების გაუარესების შესახებ აფრთხილებენ. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ გადაუღებელი წვიმის შედეგად დღეს წყლის დონე კიდევ 10 სანტიმეტრით მოიმატებს.

ავსტრალიაში პოლიციის ნავს გიგანტური ზვიგენი აედევნა – ვიდეო

ავსტრალიაში პოლიციის ნავს გიგანტური ზვიგენი აედევნა - ვიდეო

სამხრეთ ავსტრალიის სანაპიროსთან პატრულირებისას, პოლიციის ნავს გიგანტური ზვიგენი აედევნა და რამდენიმე წუთის განმავლობაში მის სიახლოვეს ტრიალებდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. პოლიციელებმა ნავზე ზომით გაცილებით დიდი მტაცებლისგან თავის დაღწევა შეძლეს. თეთრი სიკვდილის სახელით ცნობილი დიდი თეთრი ზვიგენი ოკეანის სანაპირო რეგიონებში ბინადრობს. მისი სიგრძე 6 მეტრს აღწევს, ხოლო წონა – 2 ათას კილოგრამს. ის აქამდე ცნობილი ყველაზე […]

კოალებმა შუა გზაზე იჩხუბეს

კოალებმა შუა გზაზე იჩხუბეს

ავსტრალიაში ორმა კოალამ ერთმანეთთან ჩხუბი შუა გზაზე გამართა. ამ შემთხვევის ამსახველი ვიდეო ერთ-ერთმა ადგილობრივმა პორტალმა გამოაქვეყნა. აღნიშნული შემთხვევა სამხრეთ ავსტრალიის შტატის ქალაქ სტირლინგში მოხდა. გზაზე ურთიერთობის გარკვევისთვის მოჩხუბარი კოალების გამო გზაზე საცობი წარმოიშვა. მძღოლები მანქანების საყვირებით ცდილობდნენ ცხოველების გზიდან განდევნას, მაგრამ უშედეგოდ. სიტუაცია მხოლოდ მას შემდეგ განიმუხტა, როდესაც ცხოველებს თავად მობეზრდათ ერთმანეთთან ურთიერთობის გარკვევა და […]

ავსტრალიაში თვითმფრინავის ტერაქტი აღკვეთეს

ავსტრალიაში თვითმფრინავის ტერაქტი აღკვეთეს

ავსტრალიის კონტრტერორისტულმა პოლიციამ შეთქმულება გამოააშკარავა, რომლის მონაწილეებიც თვითმფრინავის აფეთქებას გეგმავდნენ. „ბი-ბი-სის“ ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმინისტრმა მალკოლმ თერნბულმა განაცხადა. „შემიძლია გაცნობოთ, რომ დღეს ტერორისტების დასაკავებლად უმსხვილესი ერთობლივი კონტრტერორისტული ოპერაცია ჩატარდა, რომლის მიზანი იყო თვითმფრინავის აფეთქება“, – ასღნიშნა პრემიერმინისტრმა. მომხდარის შედეგად, ავსტრალიის ყველა აეროპორტში უსაფრთხოების მექანიზმი გაძლიერდა. ამასთან, ცნობილი ხდება, რომ სიდნეის აეროპორტში ოთხი ეჭვმიტანილი დააკავეს. […]