ავსტრალიაში პოლიციის ნავს გიგანტური ზვიგენი აედევნა – ვიდეო

ავსტრალიაში პოლიციის ნავს გიგანტური ზვიგენი აედევნა - ვიდეოსამხრეთ ავსტრალიის სანაპიროსთან პატრულირებისას, პოლიციის ნავს გიგანტური ზვიგენი აედევნა და რამდენიმე წუთის განმავლობაში მის სიახლოვეს ტრიალებდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

პოლიციელებმა ნავზე ზომით გაცილებით დიდი მტაცებლისგან თავის დაღწევა შეძლეს.

თეთრი სიკვდილის სახელით ცნობილი დიდი თეთრი ზვიგენი ოკეანის სანაპირო რეგიონებში ბინადრობს. მისი სიგრძე 6 მეტრს აღწევს, ხოლო წონა – 2 ათას კილოგრამს.

ის აქამდე ცნობილი ყველაზე დიდი მტაცებელი თევზია.

იმედინიუსი