ჯოკოვიჩს ავსტრალიაში ვიზა გაუუქმეს

ჯოკოვიჩს ავსტრალიაში ვიზა გაუუქმესსერბ ჩოგბურთელს ნოვაკ ჯოკოვიჩს ავსტრალიაში ვიზა გაუუქმეს, თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილებამდე ქვეყანაში დარჩება. მედიის ინფორმაციით, ამის მიზეზი ავსტრალიის საზღვარზე ვაქცინაციის დამადასტურებელი საბუთის არქონა გახდა. აღსანიშნავია, რომ ავსტრალიის ხელისუფლებამ თავდაპირველად მისთვის გამოსაკლისის სახით ვიზა დაუშვა, თუმცა საზოგადოების მწვავე კრიტიკის შემდეგ გადაწყვეტილება შეცვალა.

მედიის ინფორმაციით, ჯოკოვიჩი ე.წ.სამთავრობო დაკავების სასტუმროში გადაიყვანეს. ჯოკოვიჩის ადვოკატებმა სარჩელი სასამართლოში შეიტანეს. ნოვაკ ჯოკოვიჩი მელბურნში 10 იანვრამდე დარჩება, როდესაც სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ ავსტრალიის ღია ჩემპიონატი მელბურნში,17 იანვარს იხსნება.

იპნ