ჭდე: ახალშობილი

კასპში საპირფარეშოში ახალშობილის ცხედარი იპოვეს

კასპში საპირფარეშოში ახალშობილის ცხედარი იპოვეს

კასპის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ჩვილი გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ქალმა სახლში იმშობიარა და შემდეგ ახალშობილი საპირფარეშოში ჩააგდო. როგორც “ინტერპრესნიუსს” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 112-ე მუხლით დაიწყო, რაც დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობა მშობიარობისას ან მშობიარობის შემდეგ უმალვე, – ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან […]

ახალშობილი კორონავირუსისგან მკურნალობის გარეშე გამოჯანმრთელდა

ახალშობილი კორონავირუსისგან მკურნალობის გარეშე გამოჯანმრთელდა

უხანში 17 დღის ბავშვი, რომელსაც კორონავირუსი დაბადებისას დაუდგინდა, მკურნალობის გარეშე სრულად გამოჯანმრთელდა – ინფორმაციას ბრიტანული მედია ავრცელებს. ახალშობილი ჩინეთში ვირუსისგან გამოჯანმრთელებული ყველაზე პატარა პაციენტია. გოგონა საავადმყოფოდან უკვე გაწერეს. პატარა პაციენტი უხანის ბავშვთა სამედიცინო დაწესებულებაში დაბადებიდან მალევე გადაიყვანეს. რადგანაც ახალშობილის დაავადება მსუბუქად მიმდინარეობდა, ექიმებმა გადაწყვიტეს, არ ჩაერიათ ანტიბიოტიკი და საშუალება მიეცათ პაციენტისთვის, ვირუსს თავად გამკლავებოდა. პარასკევს […]

“ირმა მაისურაძეს შვილის გაშვილება სურდა, რადგან მისი რჩენა არ შეუძლია”

ახალშობილის 13.000 დოლარად გაყიდვის ფაქტზე მისი დედა და 6 პირი დააკავეს

ახალშობილის გაყიდვის საქმეზე ბრალდებული დედა ირმა მაისურაძე აცხადებს, რომ ბავშვის გაშვილება სურდა, ვინაიდან მისი გაზრდის მატერიალური საშუალება არ ჰქონდა. აღნიშნულთან დაკავშირებით დეტალებზე ირმა მაისურაძის ადვოკატი ნათელა ჩერქეზია „ინტერპრესნიუსთან“ საუბრობს. როგორც ჩერქეზია აცხადებს, ბავშვის მყიდველები ოპერატიული მუშაკები იყვნენ და ფულის გადაცემის ფაქტი არ მომხდარა. „ბავშვის გაშვილება იმის გამო სურდა, რომ მის გასაზრდელად მატერიალური საშუალება არ ჰქონდა. ყველაზე […]

ახალშობილის 13.000 დოლარად გაყიდვის ფაქტზე მისი დედა და 6 პირი დააკავეს

ახალშობილის 13.000 დოლარად გაყიდვის ფაქტზე მისი დედა და 6 პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არასრულწლოვანით ვაჭრობის-ტრეფიკინგის ფაქტზე, შვიდი პირი დააკავეს. „დაკავებულთა შორისაა თავად ბავშვის დედა და სამედიცინო დაწესებულების ორი ექიმი. დაკავებულთაგან, ერთ – ერთი გასულ წლებში, ამავე სახის დანაშაულზეა ნასამართლევი. გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, პირადი მატერიალური გამორჩენის მიღების მიზნით, განიზრახეს გაეყიდათ არასრულწლოვანი, ხოლო მიღებული თანხა გაენაწილებინათ ურთიერთშორის. ბრალდებულებმა, აღნიშნული დანაშაულებრივი განზრახვით, […]

ვარკეთილში ლიფტში ახალშობილი იპოვეს

ვარკეთილში ლიფტში ახალშობილი იპოვეს

ვარკეთილში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში ადგილობრივმა ახალშობილი იპოვა. “კვირას” ინფორმაციით, ჩვილი რამდენიმე საათის წინ წერილთან ერთად ნახეს. როგორც „კვირას“ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, ბავშვი ჟვანიას კლინიკაშია გადაყვანილი. ჩვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპისთვის დამაკმაყოფილებელია. კვირა

დედა ახალშობილის განზრახ მკვლელობისთვის გაასამართლეს

ჩანაწერების საქმეზე ზურაბ სოლომნიშვილს პატიმრობა შეეფარდა, 7 პირს - გირაო

ხელვაჩაურის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრები ქალი ახალშობილის განზრახ მკვლელობის მუხლით გაასამართლეს. მას მოსამართლე ნუგზარ მგელაძემ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, რაც ჩაეთვალა პირობით გამოსაცდელი ვადით. შემთხვევა 2018 წლის თებერვალში მოხდა – 20 წლის გოგომ სახლში იმშობიარა. გამოძიების ვერსიით, საძინებელ ოთახში „მშობიარობის შემდეგ უმალვე კისრის ორგანოებზე დაწოლით მან განზრახ მოკლა მამრობითი სქესის ახალშობილი…“, – აღნიშნულია განაჩენში. ადგილზე […]

ბათუმში ახალშობილი ცალი თვალით დაიბადა

H1N1-ის ვირუსით გორში 48 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

ცოტა ხნის წინ, ბათუმის სამედიცინო ცენტრ „ბი ემ სის“ ტერიტორიაზე ერთმანეთს ფიზიკურად პაციენტის ახლობლები და პერსონალი დაუპირისპირდნენ. შემთხვევის ადგილას საპატრულო პოლიცია მივიდა. მოქალაქეების გაღიზიანება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ ახალშობილი ცალი თვალით დაიბადა. ინფორმაციას ამის შესახებ tv25.ge ავრცელებს. ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ბავშვი 4 დღის წინ გაჩნდა, თუმცა დეფექტის შესახებ ინფორმაცია მათთვის დღეს გახდა ცნობილი. პაციენტის […]

გამვლელმა ჭიდან ახალშობილი ამოიყვანა, რომელსაც ჭიპლარი ჰქონდა ყელზე

გამვლელმა ჭიდან ახალშობილი ამოიყვანა, რომელსაც ჭიპლარი ჰქონდა ყელზე

შემთხვევა ინდოეთში მოხდა – ერთ-ერთ ქუჩაზე გამვლელებს სანიაღვრე ჭიდან უცნაური ხმა ესმოდათ, რომელიც ახალშობილის ტირილს წააგავდა, თუმცა უფრო სუსტი იყო. თავდაპირველად ჩათვალეს, რომ კნუტის კნავილი იყო, თუმცა ადგილობრივმა მაცხოვრებელმა ქალმა, სახელად გიტა, მაინც გადაწყვიტა მისი მოძებნა, რადგან ფიქრობდა, რომ უსუსურ ცხოველს უჭირდა და შველას ითხოვდა. ხმამ სანიაღვრე ჭასთან მიიყვანა, სადაც დაუცველი კნუტის ნაცვლად დედისგან სასიკვდილოდ […]

ზუგდიდში სახლის ჭიშკართან ახალშობილი იპოვეს – “ქუჩიდან მოიყვანეს გაყინული”

ზუგდიდში სახლის ჭიშკართან ახალშობილი იპოვეს - "ქუჩიდან მოიყვანეს გაყინული"

ზუგდიდში, ჭავჭავაძის ქუჩაზე ერთ-ერთი სახლის ჭიშკართან მიტოვებული ახალშობილი იპოვეს. ახალშობილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა. საავადმყოფოს სამედიცინო მენეჯერის, სულხან ორჟონიას ინფორმაციით, კლინიკაში ჩვილი გუშინ დღის პირველ ნახევარში შეიყვანეს და მისი მდგომარეობა სტაბილურია. ორჟონიას თქმით, ჩვილს დაბალი ტემპერატურა აღენიშნებოდა და სისხლში ჟანგბადის დეფიციტი ჰქონდა. ქუჩიდან მოიყვანეს გაყინული, ჰიპოთერმიით, დაბალი ტემპერატურით და ციანოზით. მას […]

ბათუმში ზღვამ ახალშობილის ცხედარი გამორიყა – „ბავშვი ჩვილია, ყელზე რაღაც მოჭერილი ჰქონდა. სავარაუდოდ, დამხრჩვალია და გადაგდებული“

ბათუმში ზღვამ ახალშობილის ცხედარი გამორიყა - „ბავშვი ჩვილია, ყელზე რაღაც მოჭერილი ჰქონდა. სავარაუდოდ, დამხრჩვალია და გადაგდებული“

ბათუმში, ახალი ბულვარის მიმდებარედ, ზღვამ ახალშობილის ცხედარი გამორიყა. ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, ახალშობილის ცხედარი დღეს, 10 მარტს,  დილით იპოვეს. „ბავშვი ჩვილია, ყელზე რაღაც მოჭერილი ჰქონდა. სავარაუდოდ დამხრჩვალია და გადაგდებული“ – გვითხრეს სასწრაფო დახმარების სამსახურში. ამ წუთებში ადგილზე პოლიციისა და შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები მუშაობენ. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 112-ე მუხლით, რაც დედის […]