ბათუმში ახალშობილი ცალი თვალით დაიბადა

ბათუმში ახალშობილი ცალი თვალით დაიბადაცოტა ხნის წინ, ბათუმის სამედიცინო ცენტრ „ბი ემ სის“ ტერიტორიაზე ერთმანეთს ფიზიკურად პაციენტის ახლობლები და პერსონალი დაუპირისპირდნენ.

შემთხვევის ადგილას საპატრულო პოლიცია მივიდა. მოქალაქეების გაღიზიანება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ ახალშობილი ცალი თვალით დაიბადა.

ინფორმაციას ამის შესახებ tv25.ge ავრცელებს.
ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ბავშვი 4 დღის წინ გაჩნდა, თუმცა დეფექტის შესახებ ინფორმაცია მათთვის დღეს გახდა ცნობილი.

პაციენტის ახლობლები იმ ექიმის პასუხისმგებლობის დასმას ითხოვენ, რომელმაც მათი მტკიცებით, ახალშობილის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია დამალა. ექიმები კამერასთან საუბარს თავს არიდებენ. სამედიცინო დაწესებულების მენეჯმენტში კი პასუხისმგებლობას იცილებენ და ამბობენ, რომ მუცლად მყოფი ბავშვის ჯანმრთელობის შესახებ დიაგნოზი ექოსკოპისტს უნდა დაესვა, თუმცა ისიც აღნიშნეს, რომ შესაძლოა ნაკლი თავის დროზე არ გამოჩენილიყო.