გამვლელმა ჭიდან ახალშობილი ამოიყვანა, რომელსაც ჭიპლარი ჰქონდა ყელზე

გამვლელმა ჭიდან ახალშობილი ამოიყვანა, რომელსაც ჭიპლარი ჰქონდა ყელზეშემთხვევა ინდოეთში მოხდა – ერთ-ერთ ქუჩაზე გამვლელებს სანიაღვრე ჭიდან უცნაური ხმა ესმოდათ, რომელიც ახალშობილის ტირილს წააგავდა, თუმცა უფრო სუსტი იყო.

თავდაპირველად ჩათვალეს, რომ კნუტის კნავილი იყო, თუმცა ადგილობრივმა მაცხოვრებელმა ქალმა, სახელად გიტა, მაინც გადაწყვიტა მისი მოძებნა, რადგან ფიქრობდა, რომ უსუსურ ცხოველს უჭირდა და შველას ითხოვდა. ხმამ სანიაღვრე ჭასთან მიიყვანა, სადაც დაუცველი კნუტის ნაცვლად დედისგან სასიკვდილოდ განწირული ახალშობილი შენიშნა.

ჭიდან ამოყვანისას აღმოჩნდა, რომ ბავშვს ჭიპლარი ყელზე ჰქონდა შემოხვეული, რათა უფრო მარტივად გაგუდულიყო. გიტამ ფრთხილად მოაცალა კისრიდან ჭიპლარი და თბილი წყლით დაბანა.

„ასეთი საშინელება არასდროს მინახავს, როგორ შეიძლება საკუთარი შვილი ასე გაწირო. მითუმეტეს კისერზე დამატებით მოხვეული ჰქონდა ჭიპლარი, რათა უფრო მალე დაღუპულიყო ბიჭუნა. როდესაც არხიდან ამოვიყვანე, მეგონა აღარ იყო ცოცხალი და ძალიან განვიცდიდი. აღმოჩნდა, რომ შემოხვეული ჭიპლარის გამო უჭირდა ხმამაღლა ტირილი. ძალიან ყოჩაღი და მებრძოლი ბავშვია“ – აღნიშნა გიტამ ჟურნალისტებთან საუბარში.

ახალშობილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ექიმებმა სათანადო დახმარება გაუწიეს მას. ბიჭუნას ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია. გიტამ სამართალდამცველებს სთხოვა თავად დაერქმია სახელი პატარასთვის – სუტანტირი, რაც მათ ენაზე თავისუფლებას ნიშნავს.

ახალშობილის გადარჩენის კადრები ერთ-ერთმა გამვლელმა გადაიღო და მალევე გავრცელდა მთელს ინტერნეტ-სივრცეში.

გამოჯანმრთელების შემდეგ სუტანტირს ჩვილ ბავშვთა სახლში გადაიყვანენ, საიდანაც მისი გაშვილება მოხდება. უნდა აღინიშნოს, რომ ვიდეოს გავრცელების შემდეგ უამრავმა ქალმა გამოთქვა სურვილი, ჩვილი იშვილოს. რაც შეეხება ბავშვის ნამდვილ მშობელს, პოლიცია უკვე ეძებს მას მკვლელობის მცდელობისთვის და იმედს იტოვებენ, რომ სათანადოდ აგებინებენ პასუხს.

დრონი