ჭდე: გიორგი ერმაკოვი

ბათუმის ყოფილ მერს, გიორგი ერმაკოვს, 7 წელი მიესაჯა

ბათუმის ყოფილ მერს, გიორგი ერმაკოვს, 7 წელი მიესაჯა

ბათუმის ყოფილ მერს, გიორგი ერმაკოვს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამავე საქმეზე დაკავებული ბათუმის მერიის ყოფილი მაღალჩინოსანი არჩილ ვანაძე სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო, კიდევ ერთს პირს, ეგრასლან ლომაძეს კი ერთი წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა. მანამდე ბრალდებულებმა დასკვნითი სიტყვა წარმოთქვეს. შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ბათუმის ყოფილი მერი და სხვა მაღალჩინოსნები ბიუჯეტიდან თანხის გაფლანგვისა და სამსახურეობრივი […]

გიორგი ერმაკოვი, არჩილ ვანაძე და ეგარსლან ლომაძე პატიმრობაში დატოვეს

გიორგი ერმაკოვი, არჩილ ვანაძე და ეგარსლან ლომაძე პატიმრობაში დატოვეს

ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი და კიდევ ორი მაღალჩინოსანი არჩილ ვანაძე და ეგარსლან ლომაძე ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დავით მამისეიშვილმა პატიმრობაში დატოვა. როგორც მოსამართლემ განაცხადა, ბრალდებულების მიერ წარდგენილი თანხა გირაოსთვის მიყენებული ზარალის ოდენობას ვერ აღწევდა და შესაბამისად, მოთხოვნა ვერ დაკმაყოფილდებოდა. ამასთან, როგორც მოსამართლემ აღნიშნა, ბათუმის მერს ლაშა კომახიძეს არ ჰქონდა უფლება ხელშეკრულება გაეფორმებინა ბრალდებულების ადვოკატებთან, რომლის […]

”ერმაკოვმა ტენდერი მოაგებინა კომპანიას, რომელმაც ყალბი საბუთები წარადგინა” – რას ედავება პროკურატურა დაკავებულებს

”ერმაკოვმა ტენდერი მოაგებინა კომპანიას, რომელმაც ყალბი საბუთები წარადგინა” - რას ედავება პროკურატურა დაკავებულებს

მასშტაბური დაკავებები ბათუმის მერიაში – მოქმედ და ყოფილ მაღალჩინოსნებს ბრალი ედებათ დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების გაფლანგვასა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში. საუბარია ტენდერებზე, რომლებიც ბათუმში ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის ცხადდებოდა. მაშინ, როდესაც ქალაქის მერი იყო გიორგი ერმაკოვი, ბათუმის მერიამ 2015 წლის 9 ოქტომბერს მერიის სოციალურ პროექტ “იაფ სახლთან” დაკავშირებით ტენდერი გამოაცხადა. ტენდერი შეფასებული იყო 4 მილიონ ლარად. […]

დააკავეს ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი, მოქმედი ვიცე მერი თენგიზ პეტრიძე, განათლების მინისტრი ბაგრატ მანველიძე

დააკავეს ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი, მოქმედი ვიცე მერი თენგიზ პეტრიძე, განათლების მინისტრი ბაგრატ მანველიძე

მასშტაბური დაკავებები ბათუმის მერიაში – დაკავებულები არიან მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნები. განცხადება ბათუმის პროკურატურაში რამდენიმე წუთის წინ გაკეთდა. უწყების ინფორმაციით, დაკავებულები არიან ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი, განათლების და მეცნიერების მინისტრი ბაგრატ მანველიძე , ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილეები. ასევე ვიცე მერი თენგიზ პეტრიძე, სერვისების მართვის უფროსი, კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მოადგილე. მათ ბრალი დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების […]

ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი პროკურატურაში დაკითხეს

ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი პროკურატურაში დაკითხეს

აჭარის მთავრობის ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნები პროკურატურაში იმყოფებოდნენ. საგამოძიებო უწყებამ ბათუმის ყოფილი მერი, გიორგი ერმაკოვი და განათლების მინისტრის მოადგილე, ბაგრატ მანველიძე დაკითხა. გამოძიება დიდი ოდენობით სახელმწიფო თანხების მითვისების მუხლით დაიწყო, რომელიც პროექტის „იაფი სახლის” მშენებლობისთვის ბიუჯეტიდან დაიხარჯა. გიორგი ერმაკოვი „კურიერთან“ სატელეფონო საუბარში ამბობს, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაცია პროკურატურას მიაწოდა. საქმეზე არსებობს აუდიტის სამსახურის დასკვნაც, სადაც […]