დააკავეს ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი, მოქმედი ვიცე მერი თენგიზ პეტრიძე, განათლების მინისტრი ბაგრატ მანველიძე

დააკავეს ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი, მოქმედი ვიცე მერი თენგიზ პეტრიძე, განათლების მინისტრი ბაგრატ მანველიძემასშტაბური დაკავებები ბათუმის მერიაში – დაკავებულები არიან მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნები. განცხადება ბათუმის პროკურატურაში რამდენიმე წუთის წინ გაკეთდა.

უწყების ინფორმაციით, დაკავებულები არიან ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი, განათლების და მეცნიერების მინისტრი ბაგრატ მანველიძე , ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილეები. ასევე ვიცე მერი თენგიზ პეტრიძე, სერვისების მართვის უფროსი, კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მოადგილე.

მათ ბრალი დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების გაფლანგვასა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ედებათ.

რუსთავი 2