ჭდე: გრიგოლეთი

გრიგოლეთში ზღვამ ცხედარი გამორიყა

გრიგოლეთში ზღვამ ცხედარი გამორიყა

გრიგოლეთში ზღვამ ცხედარი გამორიყა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ადვოკატი ლევან ჭელიძე ავრცელებს. მისი ინფორმაციით, კადრები გრიგოლეთში, სასტუმრო ,,ანდამატის” მიმდებარე ტერიტორიაზეა გადაღებული.

გრიგოლეთში 40 წლის მამაკაცი დაიხრჩო

გრიგოლეთში 40 წლის მამაკაცი დაიხრჩო

გრიგოლეთში, ზღვაში 40 წლამდე კაცი დაიხრჩო. ის წყლიდან მაშველებმა ამოიყვანეს. ადგილზე მოვიდა სასწრაფო, კაცს ჩაუტარდა ხელოვნური სუნთქვა, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო. ფორმულა

გრიგოლეთში სახლი იწვის – ცეცხლი სხვა სახლებზეც გადავიდა

გრიგოლეთში სახლი იწვის - ცეცხლი სხვა სახლებზეც გადავიდა

ხანძარია გრიგოლეთში. იწვის  საცხოვრებელი სახლი, ცეცხლის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ცეცხლი კიდევ რამდენიმე სახლსა და ასევე ელექტროსადენებზეც გადავიდა. სახლი, რომელსაც ცეცხლი თავდაპირველად გაუჩნდა, დამსვენებლებზე იყო გაქირავებული. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე სახანძრო სამსახურს ელოდებიან. რუსთავი 2

გრიგოლეთში სომეხი ქალი მაშველებმა დახრჩობას გადაარჩინეს

გრიგოლეთში სომეხი ქალი მაშველებმა დახრჩობას გადაარჩინეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საზღვაო მაშველებმა გრიგოლეთში სომხეთის მოქალაქე გადაარჩინეს. 33 წლის ქალი მაშველებმა ზღვიდან სკუტერით გამოიყვანეს. მას პირველადი სამედიცინო დახმარება მედიკოსებმა ადგილზე აღმოუჩინეს. მოქალაქის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ნიუპოსტი

გრიგოლეთში ზღვამ შუახნის მამაკაცის ცხედარი გამორიყა

სარფში 50 წლამდე მამაკაცი ზღვაში დაიხრჩო

გრიგოლეთში ზღვამ შუახნის მამაკაცის ცხედარი გამორიყა. ცხედარი ქუთაისში, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული. ლანჩხუთის მერის წარმომადგენლის, დავით გუმბარიძის ინფორმაციით, გარდაცვლილი, სავარაუდოდ, 60 წლის მამაკაცია, რომელიც რამდენიმე დღის წინ მდინარე ჭოროხში დაიხრჩო. მისივე თქმით, გვამის იდენტიფიცირება ჯერ არ მომხდარა. მაშველები ოთხი დღის განმავლობაში სანაპირო ზოლზე სამძებრო სამუშაოებს ახორციელებდნენ. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ბრიგადა და პოლიცია. […]

გრიგოლეთში ხანძარს 80 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა

გრიგოლეთში ხანძარს 80 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა

სოფელ გრიგოლეთში ხანძარს 80 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა. მეზობლების ინფორმაციით, გარდაცვლილი მარტოხელა იყო. ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ ცეცხლი ღუმელის დანთებისას გაჩნდა. ადგილზე მობილიზებული იყო ფოთისა და ლანჩხუთის სახანძრო- სამაშველო სამსახურის 4 ბრიგადა. ნიუპოსტი

გრიგოლეთში მიკროავტობუსი ”შკოდას” დაეჯახა – მანქანის მძღოლი დაიღუპა

გრიგოლეთში მიკროავტობუსი ”შკოდას” დაეჯახა - მანქანის მძღოლი დაიღუპა

გრიგოლეთში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს მიკროავტობუსი და „შკოდას“ მარკის ავტომანქანა შეეჯახა. მსუბუქი ავტომანქანის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა, ერთი დაშავებული კი ფოთის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას სხეულის ზედაპირული დაზიანებები აღენიშნება. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. ინტერპრესნიუსი