გრიგოლეთში ხანძარს 80 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა

სოფელ გრიგოლეთში ხანძარს 80 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა. მეზობლების ინფორმაციით, გარდაცვლილი მარტოხელა იყო.
ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ ცეცხლი ღუმელის დანთებისას გაჩნდა.
ადგილზე მობილიზებული იყო ფოთისა და ლანჩხუთის სახანძრო- სამაშველო სამსახურის 4 ბრიგადა.

ნიუპოსტი