გრიგოლეთში მიკროავტობუსი ”შკოდას” დაეჯახა – მანქანის მძღოლი დაიღუპა

გრიგოლეთში მიკროავტობუსი ”შკოდას” დაეჯახა - მანქანის მძღოლი დაიღუპაგრიგოლეთში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს მიკროავტობუსი და „შკოდას“ მარკის ავტომანქანა შეეჯახა. მსუბუქი ავტომანქანის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა, ერთი დაშავებული კი ფოთის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას სხეულის ზედაპირული დაზიანებები აღენიშნება.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

ინტერპრესნიუსი