ჭდე: დავით საგანელიძე

საგანელიძე, ნარმანია, ფერაძე, ბექაური – ვის აქვს ყველაზე მაღალი ხელფასი

საგანელიძე, ნარმანია, ფერაძე, ბექაური - ვის აქვს ყველაზე მაღალი ხელფასი

ყველაზე მაღალანაზღაურებად თანამდებობის პირთა სიაში პირველ ადგილს დავით საგანელიძე იკავებს – საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელს 2017 -2020 წლებში, ხელფასის სახით, მილიონ ლარზე მეტი აქვს მიღებული. საგანელიძის უძრავი ქონება კი ასე გამოიყურება: თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მას ორი ბინა აქვს, ჯამში 664 კვმ ფართობის და 450 000 ლარის ღირებულების.  ამის გარდა, 18 000 ლარის ღირებულების სამი ავტოფარეხი ვაკეში, 50 000 ლარის ღირებულების […]

დავით საგანელიძე “საქართველოს რკინიგზის” შეფად გადადის?

დავით საგანელიძე - საპარტნიორო ფონდი ბიუჯეტის კმაყოფაზე არ უნდა იყოს

ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და მაღალშემოსავლიანი კომპანიის „საქართველოს რკინიგზის“ შეფად შესაძლოა, „საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელი დავით საგანელიძე დაინიშნოს. “2020NEWS” ექსკლუზიური ინფორმაციით, მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი და ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის გავლენიანი ფიგურა საპარტნიორო ფონდის შემდეგ, ქვეყნის სტრატეგიულ ობიექტს – რკინიგზას ჩაიბარებს. აღნიშნულ ინფორმაციას ფონდში არ ადასტურებენ და აცხადებენ, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. “2020NEWS” ინფორმაციითვე, „საქართველოს რკინიგზა“, […]

დავით საგანელიძე “საპარტნიორო ფონდის” საბიუჯეტო დაფინანსებაზე გადაყვანას ემხრობა

დავით საგანელიძე - საპარტნიორო ფონდი ბიუჯეტის კმაყოფაზე არ უნდა იყოს

სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უმსხვილესი საინვესტიციო ფონდი –  “საპარტნიორო ფონდი”, შესაძლოა, რეფორმირების შემდეგ საბიუჯეტო დაფინანსებაზე გადავიდეს. ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე BMG-ის კითხვაზე პასუხობს, რომ ის ფონდის დაფინანსების არსებული მოდელის შენარჩუნებას არ უჭერს მხარს და მიიჩნევს, რომ უმჯობესი იქნება, თუკი საპარტნიორო ფონდის დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან მოხდება. “ეს იქნება უფრო სწორი”, – ამბობს საგანელიძე. უკვე მეორე წელია, […]

15.000, 20.000, 30.000 ლარი – ვის აქვს ყველაზე მაღალი ხელფასი საქართველოში

15.000, 20.000, 30.000 ლარი - ვის აქვს ყველაზე მაღალი ხელფასი საქართველოში

საქართველოში არსებობს თანამდებობები, რომელთა შესაბამისი მარიფათის გამოჩენით დაკავების შემთხვევაში, „ელასტიურ, მორჩილ, იღბლიან, დამყოლ, კომფორმისტ და გასაოცრად დაწინაურებულ“ ადამიანს თვეში ანაზღაურების სახით, 30 ათასი ლარის მოპოვებაც  კი შეუძლია. ასეთი „ელასტიური, მორჩილი, იღბლიანი, დამყოლი, კომფორმისტი და გასაოცრად დაწინაურებული“ ადამიანების რიცხვს მიეკუთვნებიან დავით საგანელიძე, თამარ ჟვანია, დავით ფერაძე, გიორგი ბახტაძე, უჩა უჩანეიშვილი, ნინო ქადაგიძე და ა.შ. საქართველოს სახელმწიფო […]

დავით საგანელიძე – საპარტნიორო ფონდი ბიუჯეტის კმაყოფაზე არ უნდა იყოს

დავით საგანელიძე - საპარტნიორო ფონდი ბიუჯეტის კმაყოფაზე არ უნდა იყოს

„მიმაჩნია, რომ საპარტნიორო ფონდი ბიუჯეტის კმაყოფაზე არ უნდა იყოს, ფონდი თვითონ უნდა ახერხებდეს, რომ მოიძიოს ფინანსური სახსრები უცხოეთიდან“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელმა, დავით საგანელიძემ განუცხადა. ამასთან, საგანელიძე მიიჩნევს, რომ სახელმწიფო საწარმოები არ უნდა წარმოადგენდნენ ფონდის შვილობილ კომპანიებს. „რაც შეეხება სახელმწიფო საწარმოებს, რომლებიც დღეს ფონდის შვილობილ კომპანიებად ითვლება, ფონდი აბსოლუტურად არ ერევა მათ […]

როგორ ერთობიან მინსკში კახა კალაძე, დავით საგანელიძე და ბექა ოდიშარია – ვიდეო

როგორ ერთობიან მინსკში კახა კალაძე, დავით საგანელიძე და ბექა ოდიშარია  - ვიდეო

საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელის, დავით საგანელიძის ძმიშვილი ბაჩო საგანელიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს ვიდეოს, სადაც ასახულია მინსკის ერთ-ერთ რესტორანში შესრულებული ქართული სიმღერა ანსამბლ „შვიდკაცასთან“ ერთად თავად დავით საგანელიძის, დეპუტატ ბექა ოდიშარიას, მომღერალ დათო გომართელის და სხვების შესრულებით. კადრებში ჩანს, რომ სუფრაზე იმყოფება თბილისის მერი კახი კალაძეც. https://www.facebook.com/bacho.saganelidze/videos/10156214377640843/?t=22

ავთანდილ იმედაძე – “საგანელიძეს რესპუბლიკური საავადმყოფოს დანგრევა უნდა”

ავთანდილ იმედაძე - "საგანელიძეს რესპუბლიკური საავადმყოფოს დანგრევა უნდა"

რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი, საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელის მოთხოვნას – გადადგეს გენერალური დირექტორი და საავადმყოფოში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შევიდეს, მენეჯმენტის წინააღმდეგ მიზანმიმართულ შეტევას უწოდებს. საავადმყოფოს დირექტორი აცხადებს, რომ ფონდის აღმასრულებელ დირექტორს, დავით საგანელიძეს კონკრეტული ინტერესი აქვს, მას საავადმყოფოს დანგრევა სურს. ავთანდილ იმედაძის განცხადებით, სხვა შემთხვევაში საგანელიძის შეტევა საავადმყოფოს მენეჯმენტზე გაუგებარია. დირექტორი რესპუბლიკურ საავადმყოფოში რაიმე სახის ფინანსურ დარღვევას გამორიცხავს […]

დავით საგანელიძე რესპუბლიკურ საავადმყოფოში აუდიტის შესვლას ითხოვს

დავით საგანელიძე რესპუბლიკურ საავადმყოფოში აუდიტის შესვლას ითხოვს

ფინანსური დარღვევები რესპუბლიკურ საავადმყოფოში თუ მიზანმიმართული შეტევა მოქმედი მენეჯმენტის წინააღმდეგ – საპარტნიორო ფონდი რესპუბლიკურ საავადმყოფოში ფინანსური დარღვევების შესასწავლად აუდიტის სამსახურის შესვლას ითხოვს. ფონდი, რომლის ბალანსზეც საავადმყოფოა, დირექტორის გადაყენებასა და საგადასახადო სამსახურების მიერ დარღვევების შესწავლას მოითხოვს. საპარტნიორო ფონდში აცხადებენ, რომ პრობლემები საავადმყოფოში შიდა აუდიტმა აღმოჩინა, რაც შესაძლოა არსებული მენეჯმენტის დათხოვნის მიზეზი გახდეს. “მე პირველ რიგში მოვითხოვე […]

დავით საგანელიძე – “ბორჯომი-ლიკანი ყაზახებისგან 5 მილიონით იაფად გამოვისყიდეთ”

დავით საგანელიძის ხელფასი  თვეში საშუალოდ 28.000 ლარია 

“სასტუმრო “ბორჯომი-ლიკანი” ყაზახი ინვესტორებისგან 5 მილიონით იაფად გამოვისყიდეთ, ვიდრე მისი თვითღირებულება იყო” – ამის შესახებ “ანალიტიკის“ ეთერში საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელმა, დავით საგანელიძემ განაცხადა. მისი განმარტებით, ეს იყო ფონდისთვის საკმაოდ კარგი გარიგება, რადგან რეალურად იმაზე ნაკლები თანხა გადაუხადეს ინვესტორს, ვიდრე მან ამ სასტუმროს მშენებლობა-განვითარებაში ჩადო. “ჩვენ მიწის ღირებულებაშიც კი ჩავუთვალეთ ის თანხა, რაც თავიდან ჰქონდათ მათ […]

რა თანხა ასესხა დავით საგანელიძემ ძმას

რა თანხა ასესხა დავით საგანელიძემ ძმას

საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელმა დავით საგანელიძემ ქონებრივი დეკლარაცია 2018 წლის 31 იანვარს შეავსო. დოკუმენტით ირკვევა, რომ საგანელიძე მეუღლესთან და სამ შვილთან ერთად ცხოვრობს. საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი ბათუმში, საცხოვრებელ კომპლექს “მაგნოლიაში”, 126 კვ.მ. ფართის მშენებარე ბინას ფლობს, რომელიც მან 2016 წელს შეიძინა და მასში 7. 000 დოლარი გადაიხადა. საგანელიძის საკუთრებაშია 2008 წელს შეძენილი 250,5 კვ.მ. ფართის ბინა […]