დავით საგანელიძე “საქართველოს რკინიგზის” შეფად გადადის?

დავით საგანელიძე "საქართველოს რკინიგზის" შეფად გადადის?ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და მაღალშემოსავლიანი კომპანიის „საქართველოს რკინიგზის“ შეფად შესაძლოა, „საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელი დავით საგანელიძე დაინიშნოს. “2020NEWS” ექსკლუზიური ინფორმაციით, მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი და ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის გავლენიანი ფიგურა საპარტნიორო ფონდის შემდეგ, ქვეყნის სტრატეგიულ ობიექტს – რკინიგზას ჩაიბარებს.

აღნიშნულ ინფორმაციას ფონდში არ ადასტურებენ და აცხადებენ, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. “2020NEWS” ინფორმაციითვე, „საქართველოს რკინიგზა“, რომელიც ფონდის ერთ-ერთი დამფუძნებელი კომპანიაა, უახლოს მომავალში „საპარტნიორო ფონდს“ დატოვებს.

ამის შესახებ „2020NEWS“ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით რამდენიმე დღის წინ წერდა. აღსანიშნავია, რომ საპარტნიორო ფონდის“ დამფუძნებელმა ენერგოობიექტებმა „საპარტნიორო ფონდი“ უკვე დატოვეს. „ესკომ“ – ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა კომპანიამ ფონდი მიმდინარე წლის 5 მარტს დატოვა.

ფონდის დამფინანსებლებიდან გავიდა „საქართველოს ელექტროსისტემაც“. „რკინიგზის“ მიერ ფონდის დატოვების შესახებ კომპანიაში აცხადებენ, რომ „საქართველოს რკინიგზა“ არ იღებს გადაწყვეტილებას „საპარტნიორო ფონდის“ დატოვება-არ დატოვების შესახებ და ეს არ არის მათი პრეროგატივა.

მათივე ინფორმაციით, შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველოს მთავრობა, როგორც „საპარტნიორო ფონდის“ დამფუძნებელი. თუ „საქართველოს რკინიგზამ“ სახელმწიფო საინვესტიციო ფონდი დატოვა, მას აუცილებლად მიჰყვება „ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ და „თელასიც“, რაც საბოლოო ჯამში „საპარტნიორო ფონდის“ დაშლას გულისხმობს.

ფონდის დაშლის შემთხვევაში კი, საგანელიძე ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი თანამდებობის გარშე რჩება, რასაც არც თავად საგანილიძე დაუშვებს და არც მისი ლიდერი ბიძინა ივანიშვილი.

ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და სხვა საერთაშორისო საფუნანსო ორგანიზაციების რეკომენდაციების მიხედვით, „საპარტიონორო ფონდის“ იმ ფორმით არსებობა, რომლის მიხედვითაც მისი ბიუჯეტი ბმაშია სახელმწიფო ბიუჯეტთან, გამართლებული არ არის.

საერთაშორისო პარტნიორები განმარტავენ, რომ ფონდმა დამოუკიდებელი სახსრებით (არა ბიუჯეტის ხარჯზე) დამოუკიდებლად უნდა შეუწყოს ხელი ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვას და საინვესტიციოს გარემოს გაუმჯობესებას.