ჭდე: კანის კინოფესტივალი

კანის კინოფესტივალი გადაიდო – გასულ 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსით 108 ადამიანი გარდაიცვალა

კანის კინოფესტივალი გადაიდო - გასულ 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსით 108 ადამიანი გარდაიცვალა

საფრანგეთმა გამოაცხადა კანის კინოფესტივალის გადადების შესახებ, რომელიც კანში 12-23 მაისს უნდა გამართულიყო. განიხილება მისი ჩატარების სხვადასხვა თარიღი. მათ შორისაა ივნისის ბოლო. გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არაა. გასულ დღე-ღამეში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა საფრანგეთში 1.861-ით გაიზარდა და 10.995-ს მიაღწია. ამავე პერიოდში გარდაცვლილთა რაოდენობა 108-ით გაიზარდა და 372-ს მიაღწია.

კანის 71-ე კინოფესტივალის ჟიურის ქეით ბლანშეტი უხელმძღვანელებს

კანის 71-ე კინოფესტივალის ჟიურის ქეით ბლანშეტი უხელმძღვანელებს

კანის 71-ე კინოფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე ორგზის ოსკაროსანი მსახიობი ქეით ბლანშეტი იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ჟიურის თავმჯდომარედ ქეით ბლანშეტის დანიშვნა პოლიტიკური განაცხადია ჰოლივუდში სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ. კანის 71-ე კინოფესტივალი 2018 წლის 9-20 მაისს გაიმართება. 2017 წლის კანის 70-ე კინოფესტივალის მთავარი პრიზი “წლის საუკეთესო ფილმის” წოდება შვედი რეჟისორის რუბენ ოსტლუნდის “კვადრატს” მიენიჭა და ოქროს პალმის რტოს მფლობელიც გახდა. საუკეთესო […]

მერაბ ნინიძე კანის კინოფესტივალზე „ოქროს პალმის რტოსთვის“ იბრძოლებს

მერაბ ნინიძე კანის კინოფესტივალზე „ოქროს პალმის რტოსთვის“ იბრძოლებს

კანის 70-ე ფესტივალის მთავარ საკონკურსო პროგრამაში წელს 18 ფილმი მოხვდა. მათ შორისაა უნგრელი რეჟისორის კორნელი მუნდრუცუს „იუპიტერის მთვარე”.  ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს ქართველი მსახიობი მერაბ ნინიძე ასრულებს და იგი კანის კინოფესტივალზე „ოქროს პალმის რტოს“ მოსაპოვებლად იბრძოლებს. ფილმი მოგვითხრობს უნგრელი ექიმის – გაბორ შტერნის შესახებ, რომელიც სირიელ ლტოლვილებთან მოხვდება. ბანაკის დამკვირვებელი ექიმის როლს მერაბ ნინიძე ასრულებს. […]