კანის 71-ე კინოფესტივალის ჟიურის ქეით ბლანშეტი უხელმძღვანელებს

კანის 71-ე კინოფესტივალის ჟიურის ქეით ბლანშეტი უხელმძღვანელებსკანის 71-ე კინოფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე ორგზის ოსკაროსანი მსახიობი ქეით ბლანშეტი იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ჟიურის თავმჯდომარედ ქეით ბლანშეტის დანიშვნა პოლიტიკური განაცხადია ჰოლივუდში სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ.

კანის 71-ე კინოფესტივალი 2018 წლის 9-20 მაისს გაიმართება.

2017 წლის კანის 70-ე კინოფესტივალის მთავარი პრიზი “წლის საუკეთესო ფილმის” წოდება შვედი რეჟისორის რუბენ ოსტლუნდის “კვადრატს” მიენიჭა და ოქროს პალმის რტოს მფლობელიც გახდა.

საუკეთესო რეჟისორად სოფია კოპოლა დასახელდა ფილმისთვის “თვალახვეული” (The Beguiled).

ლინ რემსის ფილმში “შენ აქ არასდროს ყოფილხარ” შესრულებული როლისთვის საუკეთესო კაცი მსახიობი ხოაკინ ფენიქსი გახდა.

საუკეთესო მსახიობი ქალის ტიტული დაიანა კრიუგერს გადაეცა ფილმში “In the Fade” (“ჭკნობა”) შესრულებული როლისათვის.

ჟიურის ხელმძღვანელი პედრო ალმოდოვარი იყო.

იმედინიუსი