ჭდე: მაკედონია

მაკედონიის ნატო-ში გაწევრიანების თაობაზე პროტოკოლს ხელი მოეწერა

მაკედონიის ნატო-ში გაწევრიანების თაობაზე პროტოკოლს ხელი მოეწერა

ბრიუსელში, ნატო-ს შტაბბინაში ნატო-ს წევრი ქვეყნების ელჩებმა და მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკედონიის ალიანსში გაწევრიანების თაობაზე პროტოკოლს ხელი მოაწერეს. აღსანიშნავია, რომ პროცედურის თანახმად, შემდეგ ეტაპზე აღნიშნული პროტოკოლი ნატო-ს წევრ ქვეყნებს გადაეცემათ რატიფიცირებისთვის და მხოლოდ ამ პროცესის დასრულების შემდეგ შეძლებს მის რატიფიცირებას მაკედონია. აღნიშნული პროცედურა მიმდინარე წელს დასრულდება და მაკედონია ოფიციალურად გახდება ალიანსის 30-ე წევრი ნატო-ს […]

მაკედონიის პარლამენტმა ქვეყნის სახელწოდების შეცვლას მხარი დაუჭირა

მაკედონიის პარლამენტმა ქვეყნის სახელწოდების შეცვლას მხარი დაუჭირა

მაკედონიის პარლამენტმა ქვეყნის სახელწოდების შეცვლის თაობაზე საკონსტიტუციო ცვლილებას მხარი დაუჭირა. გადაწყვეტილებას მაკედონიის პარლამენტის 81-მა დეპუტატმა მისცა ხმა. შეტანილი ცვლილებების თანახმად, ამიერიდან ქვეყნის სახელწოდება „რესპუბლიკა ჩრდილოეთ მაკედონია“ იქნება. ქვეყნის კონსტიტუციის ტექსტში ასევე იყო შეტანილი დებულება „მეზობელი ქვეყნების სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და პოლიტიკური დამოუკიდებლობის პატივისცემის თაობაზე“. შეგახსენებთ, რომ 17 ივნისს მაკედონიისა და საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხელი […]

მაკედონიაში რეფერენდუმი ჩაიშალა

მაკედონიაში რეფერენდუმი ჩაიშალა

30 სექტემბერს მაკედონიაში რეფერენდუმი ჩატარდა, რომელზეც მოსახლეობას ქვეყნის სახელწოდებასთან დაკავშირებით საკუთარი არჩევანი უნდა გაეკეთებინა. თუმცა, როგორც Euronews-ი იუწყება, ამომრჩეველთა დაბალი აქტივობის გამო რეფერენდუმი ვერ შედგა. კერძოდ, პლებისციტზე აქტივობამ მხოლოდ 34% შეადგინა, კონსტიტუციის თანახმად კი, ეს მაჩვენებელი 50%-მდე უნდა იყოს. მედიის ცნობით, რადგან რეფერენდუმი მხოლოდ საკონსულტაციო ხასიათს ატარებდა, ხელისუფლება ქვეყნისთვის სახელის გადარქმევაზე უარს არ იტყვის. საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ […]

მაკედონიას ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა ეწოდა – ათენის და სკოპიეს მრავალწლიანი დავა დასრულდა

მაკედონიას ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა ეწოდა - ათენის და სკოპიეს მრავალწლიანი დავა დასრულდა

ათენსა და სკოპიეს შორის მრავალწლიანი დავა მაკედონიის სახელმწიფოს სახელწოდებასთან დაკავშირებით დასრულებულია. ორმა ქვეყანამ ისტორიული დოკუმენტი გააფორმა. დღეიდან მაკედონიას ოფიციალურად ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა ეწოდება. ძველი სახელწოდების წინააღმდეგი საბერძნეთი იყო. ათენში აცხადებდნენ, რომ მაკედონია საბერძნეთის ისტორიული რეგიონის სახელწოდებაა და სხვა სახელმწიფოს ანალოგიური სახელი არ უნდა ერქვას. ეს დავა მაკედონიის რესპუბლიკის ევროსტრუქტურებში ინტეგრაციასაც აფერხებდა. ისტორიული დოკუმენტის ცერემონია ორი […]

მაკედონიის პარლამენტში დემონსტრანტები შეიჭრნენ

მაკედონიის პარლამენტში დემონსტრანტები შეიჭრნენ

მაკედონიის პარლამენტში დემონსტრანტები შეიჭრნენ და სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. კონფლიქტი მას შემდეგ გაჩაღდა, როცა სოციალ-დემოკრატებმა პარლამენტის სპიკერად ალბანელ ტალატა ხაფერს დაუჭირეს მხარი. ამ გადაწყვეტილებამ ნაციონალისტებში აღშფოთება გამოიწვია. პარლამენტის შენობაში სულ 200-მდე დემონსტრანტი შეიჭრა. პოლიციამ კი, ვითარების განმუხტვა დროულად ვერ მოახერხა, რის გამოც შენობის ინტერიერი დაზიანდა. ალბანეთის იუგოსლავიიდან გამოყოფის შემდეგ, ხაფერი პირველი ეთნიკურად ალბანელია, […]