მაკედონიის პარლამენტში დემონსტრანტები შეიჭრნენ

მაკედონიის პარლამენტში დემონსტრანტები შეიჭრნენმაკედონიის პარლამენტში დემონსტრანტები შეიჭრნენ და სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
კონფლიქტი მას შემდეგ გაჩაღდა, როცა სოციალ-დემოკრატებმა პარლამენტის სპიკერად ალბანელ ტალატა ხაფერს დაუჭირეს მხარი. ამ გადაწყვეტილებამ ნაციონალისტებში აღშფოთება გამოიწვია.

პარლამენტის შენობაში სულ 200-მდე დემონსტრანტი შეიჭრა. პოლიციამ კი, ვითარების განმუხტვა დროულად ვერ მოახერხა, რის გამოც შენობის ინტერიერი დაზიანდა.

ალბანეთის იუგოსლავიიდან გამოყოფის შემდეგ, ხაფერი პირველი ეთნიკურად ალბანელია, ვინც პარლამეტის სპიკერი გახდა.

ნიუპოსტი