ჭდე: მეტრო დელისი

მეტრო დელისზე ხანძარი გაჩნდა

მეტრო დელისზე ხანძარი გაჩნდა

თბილისის მეტროს “საბურთალოს ხაზზე” შეფერხება ხანძარმა გამოიწვია. როგორც “ინტერპრესნიუსს” შსს-ს საგანგებო ციტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მეტროსადგურ “დელისზე” შპალი დაიწვა. მათივე ინფორმაციით, მომხდარის შედეგად, არავინ დაშავებულა და ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. “მეტროში ხანძარი არ გაჩენილა. “დელისზე” იყო გამოძახება, დაიწვა ერთი ცალი შპალი. ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა”,-აცხადებენ საგანგებო სიტუაციების სამსახურში. ცნობისთვის, თბილისის მეტროს „საბურთალოს ხაზზე“ შეფერხება […]

ჩხუბი მეტრო დელისთან – 4 პირი დააკავეს

ჩხუბი მეტრო დელისთან - 4 პირი დააკავეს

თბილისის ცენტრში გვიან ღამით სამართალდამცველებმა ოთხი ადამიანი დააკავეს. შემთხვევა ვაჟა-ფშაველას გამზირზე, მეტროსადგურ დელისთან მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, მომხდარს წინ უძღოდა ნასვამ მდგომარეობაში მყოფ ახალგაზრდა მამაკაცებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირება, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროში მოქალაქეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირებას არ ადასტურებენ. უწყების ინფორმაციით, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფი მამაკაცები, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის წესით დააკავეს. მობილური ტელეფონით გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ […]

მეტროსადგურ დელისში მამაკაცი გარდაიცვალა

მეტროსადგურ დელისში მამაკაცი გარდაიცვალა

მეტროსადგურ დელისში მამაკაცი გარდაიცვალა. მიზეზი სავარაუდოდ, გულის შეტევაა, თუმცა ინფორმაციას საბოლოოდ სამედიცინო ექსპერტები დაადასტურებენ, რომლებსაც ამ წუთებში ელოდებიან. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიცია. როგორც შსს-ში “რუსთავი 2”-ს განუცხადეს, მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მეტროსადგურ დელისში, სავარაუდოდ, ადამიანი გარდაიცვალა

მეტროსადგურ დელისში, სავარაუდოდ, ადამიანი გარდაიცვალა

მეტროსადგურ დელისში, სავარაუდოდ, შუახნის კაცი გარდაიცვალა. ამის შესახებ “პირველის” ჟურნალისტი შემთხვევის ადგილიდან იუწყება. “პირველი” მომხდარს შს სამინისტროში ამოწმებს.