ჩხუბი მეტრო დელისთან – 4 პირი დააკავეს

ჩხუბი მეტრო დელისთან - 4 პირი დააკავესთბილისის ცენტრში გვიან ღამით სამართალდამცველებმა ოთხი ადამიანი დააკავეს.
შემთხვევა ვაჟა-ფშაველას გამზირზე, მეტროსადგურ დელისთან მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, მომხდარს წინ უძღოდა ნასვამ მდგომარეობაში მყოფ ახალგაზრდა მამაკაცებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირება, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროში მოქალაქეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირებას არ ადასტურებენ. უწყების ინფორმაციით, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფი მამაკაცები, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის წესით დააკავეს.

მობილური ტელეფონით გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ ტერიტორიაზე გვიან ღამით ათამდე პოლიციის ეკიპაჟი იყო მობილიზებული.

“ჩხუბობდნენ, ყვიროდნენ, პოლიცია მოვიდა ეტყობა “შესპორდნენ” ერთმანეთში და ბოლოს წაიყვანეს,”-აცხადებს ერთ-ერთი თვითმხილველი.

სამართალდამცავებსა და მოქალაქეებს შორის კამათზე საუბრობს კიდევ ერთი პირი, რომელიც დაკავების ფაქტს შეესწრო.

“დალიეს და ერთმანეთში ჩხუბი მოხდა, მოქალაქეს და პოლიციას შორის,”-აცხადებს კიდევ ერთი თვითმხილველი.

რუსთავი 2