მეტრო დელისზე ხანძარი გაჩნდა

მეტრო დელისზე ხანძარი გაჩნდათბილისის მეტროს “საბურთალოს ხაზზე” შეფერხება ხანძარმა გამოიწვია. როგორც “ინტერპრესნიუსს” შსს-ს საგანგებო ციტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მეტროსადგურ “დელისზე” შპალი დაიწვა.

მათივე ინფორმაციით, მომხდარის შედეგად, არავინ დაშავებულა და ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.

“მეტროში ხანძარი არ გაჩენილა. “დელისზე” იყო გამოძახება, დაიწვა ერთი ცალი შპალი. ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა”,-აცხადებენ საგანგებო სიტუაციების სამსახურში.

ცნობისთვის, თბილისის მეტროს „საბურთალოს ხაზზე“ შეფერხება დილიდან ფიქსირდება.