ჭდე: ნაფარეული

ავარია ნაფარეულთან – 1 ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე დაშავდა

ავარია ნაფარეულთან - 1 ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე დაშავდა

თელავის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.სოფელ ნაფარეულთან დამაკავშირებელ ცენტრალურ გზაზე ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა, დაზიანდა კიდევ ერთი მსუბუქი მანქანა. შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ სამაშველო ჯგუფების ჩართვა გახდა საჭირო. შედეგად ერთ-ერთი ავტომობილის მგზავრი, შუა ხნის კაცი ადგილზე გარდაიცვალა. დაშავებულია რამდენიმე ადამიანი, რომლებიც საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სამაშველო სამსახური. იპნ

ნაფარეულში მანქანას საბურავი გაუსკდა და ამოტრიალდა – 44 წლის ქალი დაიღუპა

მცხეთაში 28 წლის კაცმა საკუთარი მამა და პაპა მოკლა

ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულში. მსუბუქ ავტომობილს, რომელიც მაღალი სიჩქარით მოძრაობდა, საბურავი გაუსკდა. შედეგად ის რამდენჯერმე ამობრუნდა. ადგილზე გარდაიცვალა ავტომობილში მჯომი ერთი მგზავრი, 44 წლის ქალი. ორი მგზავრი კი დაშავდა. დაშავებულები  სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში  გადაიყვანეს. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, რომელმაც საგამოძიებო მოქმედებები დაიწყო.

ნაფარეულის გზაზე ავტომობილი ალაზანში გადავარდა. არიან დაშავებულები

ნაფარეულის გზაზე ავტომობილი ალაზანში გადავარდა. არიან დაშავებულები

ნაფარეულის საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ხუთი ადამიანი დაშავდა. თვითმხილველების განცხადებით, მაღალი სიჩქარით მოძრავმა Toyota-ს მარკის მსუბუქმა ავტომობილმა ჯებირი გაარღვია და მდინარე ალაზანში 15 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. ინფორმაციას 1tv ავრცეებს ავტომანქანაში მძღოლი, სამი ქალი და 13 წლამდე ასაკის გოგო იმყოფებოდა. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო და სამაშველო ჯგუფები. დაშავებულები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაჰყავთ. მომხდარზე გამოძიება დაწყებულია.

დაჭრილი შვილი მამას ჩააკვდა ხელში _ მკვლელობა ნაფარეულის სტადიონთან

დაჭრილი შვილი მამას ჩააკვდა ხელში _ მკვლელობა ნაფარეულის სტადიონთან

გამოძიების ინფორმაციით, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულში 28 წლის ვალოდია გაიმასიანი საკუთარმა მეზობელმა, 22 წლის ახალგაზრდამ, სანადირო თოფიდან ორი გასროლით მოკლა. საზარელ შემთხვევას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. „ნიუპოსტის“ ინფორმაციით, საზღვარგარეთიდან რამდენიმე თვის წინ ჩამოსული შვილი მამას ხელებში ჩააკვდა. მოარული ხმების თანახმად,  ახალგაზრდების დაპირისპირების მიზეზი ეჭვიანობა გახდა. როგორც სოფელ ნაფარეულის გამგეობის სპეციალისტმა ნინო ბაინდურაშვილმა “ნიუპოსტს“ უთხრა, დაკავებულმა ვალოდია […]