ნაფარეულში მანქანას საბურავი გაუსკდა და ამოტრიალდა – 44 წლის ქალი დაიღუპა

ნაფარეულში მანქანას საბურავი გაუსკდა და ამოტრიალდა - 44 წლის ქალი დაიღუპაავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულში.

მსუბუქ ავტომობილს, რომელიც მაღალი სიჩქარით მოძრაობდა, საბურავი გაუსკდა. შედეგად ის რამდენჯერმე ამობრუნდა.

ადგილზე გარდაიცვალა ავტომობილში მჯომი ერთი მგზავრი, 44 წლის ქალი. ორი მგზავრი კი დაშავდა. დაშავებულები  სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში  გადაიყვანეს.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, რომელმაც საგამოძიებო მოქმედებები დაიწყო.